Tyler, The Creator-ის თქმით,  The Clipse-ის ალბომისთვის საკუთარი  პარტიის 79-დან 100-ამდე ვერსია ჩაწერა

“Pusha-ს თითქმის მივწერე კიდეც, რომ აქედან არაფერი გამოვიდოდა.” – თქვა ინტერვიუში არტისტმა.
Tyler, The Creator Netflix-ის „The Piano Lesson“-ის პრემიერაზე, ლოს-ანჯელესი, 2024 წლის 19 ნოემბერი. Roger Kisby/Getty Images Netflix
Tyler, The Creator Netflix-ის „The Piano Lesson“-ის პრემიერაზე, ლოს-ანჯელესი, 2024 წლის 19 ნოემბერი. Roger Kisby/Getty Images Netflix

29 ივლისს Hot 97-ის სტუდიას ცნობილი რეპერი Tyler, the Creator ესტუმრა, სადაც არტისტმა  The Clipse-ის კომპოზიცია P.O.V-ში საკუთარ პარტიაზე ისაუბრა. Tyler-ის თქმით, მან   ამ პარტიის დაახლოებით 79-დან 100-მდე ვერსია ჩაწერა და იქამდეც კი მივიდა, რომ ფიქრობდა, მუშაობა შეეწყვიტა. 

„დაახლოებით 79-დან 100-მდე ვერსიის ჩაწერა დამჭირდა,  Pusha-ს თითქმის მივწერე კიდეც, რომ აქედან არაფერი გამოვიდოდა. ძალიან ვინერვიულე, დიდხანს ვწერდი და ვცდილობდი, სრულყოფილი გამომსვლოდა… პირდაპირი გაგებით ოფლად ვიღვრებოდი. Pusha-მ ტურნემდე, ალბათ აპრილში გამომიგზავნა კომპოზიცია და საბოლოო ვერსია მხოლოდ მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში მივაწოდე. საკმაოდ დიდხანს ვცდილობდი ამ ვერსის ჩაწერას. მერე გამოვიდა და ხალხს მოეწონა.” – აღნიშნა Tyler, The Creator-მა. 

ინტერვიუს სხვა ნაწილში რეპერმა მისი ალბომის, Don’t Tap the Glass-ის სახელწოდების შესახებაც ისაუბრა. თავდაპირველად ის მისი და A$AP როკის დუეტის სათაური უნდა ყოფილიყო.

„Don’t Tap the Glass სინამდვილეში ჩემი და A$AP Rocky-ს დუეტისთვის მქონდა მოფიქრებული, მაგრამ მოხდა ისე, რომ არასდროს გამოგვიყენებია. ეს სახელწოდება ყოველთვის მქონდა შენახული  და მიყვარდა. როცა ამაზე მუშაობა დავიწყე, ვთქვი: ღმერთო ჩემო, ეს სწორედ ისაა, რაც მინდოდა.“ – თქვა რეპერმა. 

Don’t Tap the Glass – გამოსვლისთანავე მალევე Billboard 200-ის სათავეში მოექცა. Luminate-ის მონაცემებით, 24 ივლისის ჩათვლით, აშშ-ში ალბომის 197 000  ეკვივალენტური ერთეული გაიყიდა. 

მოისმინეთ Tyler, The Creator-ის სრული ინტერვიუ: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Cowboy Carter Tour-ის ფარგლებში ბიონსე ქართველი დიზაინერის, ირაკლი რუსაძის კოსტიუმით წარდგა

შემდეგი სტატია

პოლ მარიო დეი, Iron Maiden-ის ვოკალისტი, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი