Hacked Voices – ანუშკა ჩხეიძის ხმოვანი ინსტალაცია გერმანიაში 

ინსტალაცია თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის აპარატებზე მომხდარ კიბერშეტევას ეხმაურება.
ანუშკა ჩხეიძე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

Hacked Voices – ასე ჰქვია ანუშკა ჩხეიძის ინსტალაციას, რომელიც გერმანიაში, დარმშტადტში გამართულ ხმოვან გამოფენაზეა წარმოდგენილი. ინსტალაცია ეხმაურება იანვრის თვეში მომხდარ კიბერშეტევას თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის სისტემებზე, რომლის შედეგადაც აპარატებიდან პოლიტიკოსების მიმართვები, საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები და სხვა საპრტოტესტო განცხადებები ისმოდა. 

ანუშკა ჩხეიძე:

„სამყაროში, სადაც საწინააღმდეგო ხმა ცენზურის ან იგნორის ქვეშაა, Hacked Voices იყენებს ხმას, რათა ეს წინააღმდეგობა საგრძნობი გახადოს. ავთენტური, გაუფილტრავი ხმის ჩანაწერების საშუალებით – შეცვლილი სიხშირით, დანაწევრებული და განზრახ დაზიანებული ხმებით – აღმოვაჩენ, თუ როგორ შეიძლება გაფუჭებულმა ხმამ ატაროს ემოცია და სოლიდარობა. როცა მნახველი აპარატებს უახლოვდება, ხმები ძლიერდება, რაც თავს ამ ყველაფრის ნაწილად აგრძნობინებს. აპარატები არა მხოლოდ საუბრობენ, არამედ მოითხოვენ, რომ მათი ხმა ესმოდეთ. 

ეს ინსტალაცია არის საქართველოსა და მთელ მსოფლიოში მათი პატივისცემა, ვინც ძალადობრივი რეჟიმების პირობებშიც ინარჩუნებს თავის ხმას. სიჩუმის პირისპირ Hacked Voices გვახსენებს, რომ თუნდაც ყველაზე დაბალი ხმა, როცა ის ვრცდლება, შეიძლება დიდი ცვლილებების ძალა გახდეს.”

ანუშკა ჩხეიძის ინსტალაცია გამოფენა Situation-ის ნაწილია, რომელიც რობერტ ლიპოკის კურატორობით Darmstadt Summer Course-ის ფარგლებში იმართება. გამოფენა აღმოაჩენს ხმის, სივრცისა და ხელოვნების გადაკვეთას, მასზე წარმოდგენილი ნამუშევრები კი Kunsthalle-ის სივრცის აკუსტიკურ, არქიტექტორულ და ისტორიულ განზომილებებზე რეაგირებენ.

გამოფენა 30 აგვისტომდე გაგრძელდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შეიწყალებს თუ არა დონალდ ტრამპი Diddy-ს? ნახეთ პრეზიდენტის უახლესი პასუხი

შემდეგი სტატია

როდ სტიუარტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ოზი ოსბორნისადმი მიძღვნილი Forever Young-ის ფონზე გასული ვიდეოკლიპისთვის

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot

RECORD STORE DAY 2026-ის ბესტსელერები: ტეილორ სვიფტი, Pink Floyd, ბრუნო მარსი და სხვა შემსრულებლები

Record Store Day 2026-ისთვის 350-ზე მეტი სახეობის ჩანაწერი გამოიცა, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ დამოუკიდებელ მუსიკალურ მაღაზიებში იყიდებოდა.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი