თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის ტრიუმფი ბერლინის „კონცერტჰაუსში”

კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.

9 აგვისტოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკონცერტო დარბაზის, ბერლინის „კონცერტჰაუსის” სცენაზე თბილისის ახალგაზრული ორკესტრი წარდგა. ორკესტრს მისი ხელმძღვანელი მირიან ხუხუნაიშვილი დირიჟორობდა. კონცერტში მონაწილეობდა ქართველი ვირტუოზი პიანისტი ცოტნე ზედგინიძეც.

საღამოზე შესრულდა ლაშა ხარხელაურის, მოცარტისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებები. კონცერტის შემდეგ კი სოციალურ ქსელში  განსაკუთრებულად ემოციური ვიდეო გავრცელდა, რომელშიც საღამოს დასასრულს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის ხელმძღვანელი მირიან ხუხუნაიშვილი აუდიტორიას მიმართავს, რის შემდეგაც ორკესტრთან ერთად „მრავალჟამიერს” ასრულებს:

„მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ორ მნიშვნელოვან თარიღზე: დღეს 17 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან, როცა რუსეთი შემოიჭრა საქართველოში. ამიტომ ჩვენ პატივს მივაგებთ ქართველ გმირებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას იცავდნენ. მეორე თარიღი, ეს არის გია ყანჩელის 90 წლის იუბილე – ერთ-ერთი უდიდესი ქართველი კომპოზიტორის, რომლის სახელსაც ატარებს ჩვენი ორკესტრი. მომავლის იმედით, ჩვენ გვინდა, შეგისრულოთ ქართული ტრადიციული სიმღერა „მრავალჟამიერი”.

ისტორიული მნიშვნელობის კონცერტი სრული ანშლაგით გაიმართა. ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე მირიან ხუხუნაიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 1700-კაციანი დარბაზის ყველა ბილეთი გაყიდული იყო.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფრენკ სინატრას 1960-იანი წლების ალბომები, რომლებზეც მუსიკოსმა ქაუნთ ბეისისთან და დიუკ ელინგტონთან ერთად იმუშავა, ხელახლა გამოიცემა

შემდეგი სტატია

სელენა გომესმა დაასახელა თავისი ძველი სიმღერა, რომლის ხელახლა ჩაწერა და შესრულებაც სურს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი