ტეილორ სვიფტი ახალ ალბომს აანონსებს – The Life of a Showgirl

„მინდოდა, თქვენთვის რაღაც მეჩვენებინა,” – ამბობს სვიფტი New Heights პოდკასტის პრომო ვიდეოში. „ეს ჩემი ახალი ალბომია – The Life of a Showgirl.”
ტეილორ სვიფტი 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე
GILBERT FLORES

ტეილორ სვიფტის მისტიკური დროის უკუთვლა დასრულდა და პოპვარსკვლავმა ახალი ალბომი დააანონსა – The Life of a Showgirl.

სვიფტის შემოქმედების ახალ ეტაპზე სპეკულაციები ორშაბათს, 11 აგვისტოს დაიწყო. მას შემდეგ, რაც მუსიკოსის ოფიციალურ ვებსაიტზე დროის უკუთვლა გამოჩნდა, გავრცელდა ჭორები მისი მე-12 ალბომის გამოსვლის შესახებ.

ტაიმერი 12 აგვისტოს, 12:12 საათზე დასრულდა, რის შემდეგაც ლაივში სვიფტის მორიგი პროექტის, სახელწოდებით The Life of a Showgirl, წინასწარი შეკვეთა დაიწყო.

ამ ეტაპზე ალბომზე ბევრი არაფერი ვიცით. ონლაინ მარკეტის შეთავაზებაშია ვინილი, CD და კასეტა, თუმცა არაფერი წერია ალბომის ოფიციალური გამოსვლის თარიღზე.

გარდა ამისა, ალბომის ყდა, რომელიც განთავსებულია ონლაინ მარკეტზე (მწვანე ფონზე გამოსახული ნარინჯისფერი მბზინავი ბოქლომი), აღწერილია, როგორც „გაბლარული ციფრული რენდერი მხოლოდ წინასწარი შეკვეთებისთვის”. პროექტის სრული გარეკანი მოგვიანებით გამჟღავნდება.

ორშაბათ დილას სვიფტის მეგობარი ბიჭის, ტრევის კელსისა და მისი ძმა ჯეისონ კელსის პოდკატში New Heights განსაკუთრებული სტუმარი დაანონსდა. თიზერის მიხედვით კი ცხადი გახდა, რომ ოთხშაბათის ეპიზოდის სტუმარი სწორედ ტეილორ სვიფტი იქნება.

შოუში სვიფტის მონაწილეობა მოგვიანებით დადასტურდა. ვიდეოში, რომელიც ინსტაგრამზე გავრცელდა, პოპვარსკვლავი ფანებს უდასტურებს, რომ ახალი პროექტი, რომელსაც ისინი ასე დიდხანს ელოდნენ, სწორედ მისი მე-12 ალბომია.

„მინდოდა, თქვენთვის რაღაც მეჩვენებინა,” – ამბობს სვიფტი და კამერაში ახალი ალბომის გაბლარულ ასლს აჩვენებს. „ეს ჩემი ახალი ალბომია – The Life of a Showgirl.” ალბომის სრული ყდის გამოჩენას ოთხშაბათის New Height პოდკასტში ელოდებიან.

სვიფტის მე-11 სტუდიური ალბომი The Tortured Poets Department გასულ წელს გამოვიდა და მუსიკოსის კარიერაში ყველაზე წარმატებული პირველი კვირით Billboard 200-ის ლიდერი გახდა. 

პოპვარსკვლავი ნაკლებად აქტიური იყო მას შემდეგ, რაც დეკემბერში მისი რეკორდული Eras Tour დასრულდა. თუმცა მაისში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ მან გამოისყიდა თავისი პირველი ექვსი ალბომის საავტორო უფლებები, მნიშვნელოვნად გაზარდა როგორც ამ პროექტების, ასევე სვიფტის მთელი კატალოგის სტრიმინგი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Meme-ს მუსიკა

შემდეგი სტატია

„შენთან მინდა“ – Salio-ს ახალი კლიპის პრემიერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Melqo - Crysis Crysis

Melqo-მ ახალი სინგლი და ვიდეოკლიპი Crysis Crysis წარადგინა

„კლიპის სიუჟეტი ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - მეოჯახეობა, გამოფხიზლება, ბოლო დროს საკუთარი თავის, წარსულისა და გარემოს გადააზრებისას აღმოცენებული აზრობრივი მიმართულებების, ახალი ფენებისა და ინფორმაციული განზომილებების ძიება და აღმოჩენა.“
მეტი
BTS BIGHIT MUSIC

როგორ გადაინაწილებენ BTS, Madonna და Shakira მსოფლიო ჩემპიონატის შესვენების 11-წუთიან დროს

Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში ქეითი და კითი განიხილავენ, თუ როგორ გადაინაწილებს 19 ივლისს სცენაზე სამი სუპერვარსკვლავი დროს.
მეტი

ლორინ ჰილი განმარტავს, თუ რატომ აღარ გამოსცა ახალი ალბომი Miseducation-ის შემდეგ

„რაღაც მხრივ, ჰარიეტ ტაბმენის მსგავსი ფიგურა ვიყავი, რომელიც გარბოდა იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მყოფთათვის მწარე სიმართლე ეთქვა, სანამ გარკვეული ძალები ამ კარებს არ დახურავდნენ.”
მეტი
პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC

პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

პოლ მაკარტნის გულშემატკივრებმა SNL-ის 51-ე საზეიმო ფინალში სამი ცოცხალი შესრულება იხილეს, სადაც ლეგენდარული Beatles-ის წევრი კიდევ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.
მეტი