ტეილორ სვიფტის თქმით, Life of a Showgirl ზუსტად 12 სიმღერას მოიცავს

„ეს ის ალბომია, რომლის გამოცემაც ძალიან დიდი ხანია, მინდოდა,” – ამბობს პოპვარსკვლავი ახალ პროექტზე, რომელიც 3 ოქტომბერს გამოვა.
ტეილორ სვიფტი
MERT ALAS & MARCUS PIGGOT

ტრევის კელსისა და მისი ძმის პოდკასტ New Heights-ში სტუმრობისას ტეილორ სვიფტმა თავის მომავალ ალბომზე, The Life of a Showgirl-ზე ისაუბრა. მისი თქმით, ალბომი ფანებს Eras Tour-ის კულისებში შეახედებს, თუ რა ხდებოდა სცენის მიღმა ამ დროს პოპვარსკვლავის ცხოვრებაში. 

საავტორო უფლებების დაბრუნებაზე, ტრევისის შეყვარებასა და მამის მოვლაზე ერთსაათიანი საუბრის შემდეგ, სვიფტი, როგორც იქნა, თავის მე-12 სტუდიურ ალბომსაც შეეხო, რომელიც 3 ოქტომბერს გამოვა. პოპვარსკვლავმა გაამხილა, რომ ალბომში შესული თორმეტივე სიმღერა ტურნეში ყოფნისას შექმნა. მისი თქმით, გამოუჩნდებოდა თუ არა რამდენიმე თავისუფალი დღე, მაშინვე შვედეთში მიფრინავდა პროდიუსერ მაქს მარტინსა და Shellback-თან. ახალი ალბომი მხოლოდ მათთან თანამშრომლობით შეიქმნა.

„ძალიან დიდი სტიმული და აღტაცება მქონდა შექმნის პროცესში. ალბომი გაცილებით პოზიტიური და სახალისო პოპგამოცდილება იქნება. ჩემი მთავარი მიზანი ისეთი მელოდიების შექმნა იყო, რომლებიც იმდენად დასამახსოვრებელია, რომ შეიძლება გაბრაზდე კიდეც.” 

„ჩვენ შევქმენით სიმღერები, რომლებითაც ვამაყობ,” – ამბობს მომღერალი მარტინსა და Shellback-თან თანამშრომლობაზე. „აქამდე არასდროს გამოგვიცია ალბომი, სადაც მხოლოდ ჩვენ სამნი ვიქნებოდით. აქ კი სხვა კოლაბორაცია არ არის. ეს ბიჭები გენიოსები არიან. მათთან მუშაობა საოცარი იყო.”

სვიფტმა დაამატა, რომ 12-ივე სიმღერა ნამდვილი ჰიტია – ისეთივე, როგორიც შვედ პროდიუსერებთან წინა თანამშრომლობები: Shake It Off და Blank Space. სიმღერები აღწერენ იმას, რაც ტურნეს დროს კულისებსა და სვიფტის შინაგან სამყაროში ხდებოდა.

ის, თუ რა ხდებოდა Eras Tour-ის ორი წლის განმავლობაში, ფანებისთვის ნამდვილად დამაინტრიგებელია. გარდა იმისა, რომ გზად არაერთი რეკორდი დაამყარა, ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა პოპვარსკვლავის პირად ცხოვრებაშიც, მათ შორისაა ჯო ალვინთან დაშორება და ახალი რომანი ტრევის კელსთან. 

განსხვავებით წინა ალბომისგან, რომელმაც 17 კვირა გაატარა Billboard 200-ის პირველ ადგილზე, სვიფტი ამბობს, რომ Showgirl არც ერთ ბონუს ტრეკს არ მოიცავს. „მეტი სიმღერა არ იქნება – მხოლოდ ეს 12. მე-13 არ არსებობს. ეს ის ალბომია, რომლის გამოცემაც ძალიან დიდი ხანია, მინდოდა.”

„ეს პროექტი ჩემთვის იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ამის გამოხატვა შემიძლია,” – დაამატა მომღერალმა. 

ნახეთ სრული პოდკასტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Depeche Mode: M – 2026 წელს კინოთეატრებსა და IMAX ეკრანებზე  Depeche Mode-ის კონცერტების ამსახველი ფილმი გამოვა

შემდეგი სტატია

Tyler, the Creator ტიმოთი შალამესთან ერთად ახალ ფილმში მონაწილეობს – ნახეთ Marty Supreme-ის პირველი ტრეილერი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა
მეტი

ოზი ოსბორნი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ციფრული ავატარის სახით ბრუნდება

„ავატარი შეძლებს ფანებთან ინტერაქციას, მოძრაობას, საუბარს და ისე მოქცევას, როგორც ნამდვილი ოზი.”
მეტი
ლუკა თოფურია და NIKALA ელენე წულეისკირი

ლუკა თოფურიას და NIKALA-ს ერთობლივი საღამო Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში

23 მაისს სასტუმრო Telegraph-ის თავზე მდებარე Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში თანამედროვე ჯაზის, სოულისა და ელექტრონული ჟღერადობის უნიკალური კოლაბორაცია შედგება.
მეტი