დრიუ ბერიმორი SZA-სთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს Drew Barrymore-ის ვიდეოკლიპის გადასაღები მოედნიდან

„კიდევ არ მჯერა, რომ ასეთი ლამაზი სიმღერა დაწერე და ჩემი სახელი დაარქვი!” – წერს მსახიობი.
დრიუ ბერიმორი
STEWART COOK/CBS VIA GETTY IMAGE

SZA და დრიუ ბერიმორი ერთმანეთის მხარდაჭერას არ წყვეტენ წლების შემდეგაც კი, რაც, მუსიკოსმა თავის სიმღერას მსახიობის სახელი დაარქვა.

ინსტაგრამ პოსტში ბერიმორმა მისი და გრემის მფლობელი არტისტის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც სწორედ Drew Barrymore-ის ვიდეოკლიპის გადასაღებ მოედანზეა დაფიქსირებული. სიმღერა 2017 წელს გამოვიდა. 

„გავიხსენოთ ეს დაუჯერებელი მომენტი,” – წერს ბერიმორი. „კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი ლამაზი სიმღერა დაწერე და ჩემი სახელი დაარქვი! მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი გოგო ვარ! შენ კი დიდებული ხარ.”

8 წელზე მეტი გავიდა, რაც SZA-მ Drew Barrymore გამოსცა, როგორც მთავარი სინგლი მისი სადებიუტო ალბომიდან Ctrl, რომელიც Billboard 200-ის მე-3 ადგილზე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად სიმღერა არასდროს მოხვედრილა Billboard Hot 100-ში, ის ნელ-ნელა SZA-ს სავიზიტო და ფანების საყვარელ ნამუშევრად იქცა.

იანვარში მომღერალი The Drew Barrymore Show-ს სტუმრობდა, სადაც ბერიმორს პირადად აუხსნა, თუ რატომ დაარქვა სიმღერას მისი სახელი. „ერთ-ერთი იშვიათად საყვარელი თეთრკანიანი ქალი, რომელსაც ტელევიზორში ხშირად ვუყურებდი, შენ ხარ, რადგან ძალიან ბუნებრივი იყავი. შენი ღიმილი იდეალური იყო. მომწონს, როგორ საუბრობ და როგორი შენებურიც ხარ. სწორედ ამან მომცა საშუალება, რომ ვიყო ის, ვინც ვარ.”

საუბრისას ვარსკვლავებმა გაიხსენეს Drew Barrymore-ის ვიდეოკლიპის გადაღების პროცესიც. თავად ბერიმორს კლიპში ერთი, თუმცა ძალიან ძლიერი ეპიზოდი აქვს. მაშინ, როცა SZA  გარეთ კიბეზე ზის და ცდილობს საკუთარი თავი ხელში აიყვანოს, სწორედ ამ დროს მისი ბავშვობის ვარსკვლავი ჩაუვლის და დამამშვიდებელ ღიმილს ჩუქნის. 

„ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ შენთვის იქ ყოფნა შემეძლო,” – დაამატა ბერიმორმა, რაზეც SZA-მ უპასუხა: “ვერ ვიჯერებდი, რომ ეს გააკეთე.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პარასკევის მუსიკალური გზამკვლევი Billboard-ისგან

შემდეგი სტატია

პატი სმითი საკულტო სადებიუტო ალბომის – Horses 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად ჩანაწერის ახალ გამოცემას წარადგენს

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK-ის LISA-მ ახალი სოლო ნამუშევარი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კომპოზიცია პირველი რელიზია LISA-ს დაანონსებული EP-იდან, სახელწოდებით – Press Play, რომელიც 23 ოქტომბერს გამოვა.
მეტი

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი