ნინო ქათამაძისა და ნიკოლოზ რაჭველის მიერ შესრულებული Чернобривцы და ფეხზე წამომდგარი ვოლოდიმირ ზელენსკი

ქართველმა მუსიკოსებმა მონაწილეობა მიიღეს დაჯილდოების ცერემონიაში „უკრაინის ლეგენდა”, რომელიც ეთერში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გადაიცა.

ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე საპატიო დაჯილდოების ცერემონიაზე წარდგნენ, სახელწოდებით „უკრაინის ლეგენდა.” ქართველმა მუსიკოსებმა ცნობილი უკრაინული სიმღერა Чернобривцы შეასრულეს. მუსიკალური ნომერი ემოციური აღმოჩნდა აუდიტორიისთვის, რომელთა შორისაც იყო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. სწორედ ზელენსკი იყო პირველი, ვინც სიმღერის დასრულებისთანავე მუსიკოსებს ფეხზე წამოუდგა. მას აჰყვა მთელი დარბაზი, რომელმაც ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი დიდი ოვაციებითა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. მაყურებელთა შორის იყო Okean Elzy-ს სოლისტი სლავა ვარჩუკიც, რომელიც სცენაზე ავიდა და ქართველ მუსიკოსებს გადაეხვია.

„დიდება უკრაინას! ჩვენო უკრაინა, ჩვენ თქვენთან ვართ,” – თქვა სცენიდან ნინო ქათამაძემ. 

დაჯილდოების ცერემონია რამდენიმე დღის წინ გაიმართა, ხოლო ეთერში 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გადაიცა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კრის მარტინმა Coldplay-ს ლონდონის კონცერტზე ხელის თხოვნამდე „უსაფრთხოების ზომებს” მიმართა

შემდეგი სტატია

Nick Cave & The Bad Seeds 2026 წელს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში „WILD GOD“ ტურნეს იწყებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
მეტი