ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი დაინიშნენ: ნახეთ გამოხმაურებები

წყვილმა ახალი ამბავი ინსტაგრამზე გააზიარა.
ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი
DAVID EULITT/GETTY IMAGES

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი დაინიშნენ. ახალი ამბავი თავად წყვილმა გაამხილა. 

პოპვარსკვლავმა და Super Bowl-ის ფეხბურთელმა სასიხარულო ამბავი ინსტაგრამის საერთო პოსტით გააზიარეს. გავრცელებულ ფოტოებში ვხედავთ მუხლზე დამდგარ კელსსა და ემოციებით სავსე სვიფტს, რომელიც საქმროს სახეზე ეფერება. „თქვენი ინგლისურისა და ფიზკულტურის მასწავლებლები ქორწინდებიან,” – ვკითხულობთ პოსტის აღწერაში. ფოტოებში ასევე ჩანს სვიფტის ნიშნობის ბეჭედი მასიური ბრილიანტის ქვით. 

წყვილის ნიშნობის პოსტს რეკორდული მასშტაბის რეაქციები მოჰყვა. „მეტას” მიერ „ბილბორდისთვის” გაზიარებული მონაცემების მიხედვით, პოსტმა ერთ საათში 14 მილიონი ლაიქი და 452 000 გაზიარება დააგროვა. 

მათ შორის, ვინც პოსტი დაალაიქა, არიან სვიფტის ცნობილი მეგობრებიც: „ლორდი”, Ice Spice, გრეისი აბრამსი, ჯეკ ანტონოფი და საბრინა კარპენტერი – რომ აღარაფერი ვთქვათ სვიფტის ურიცხვ გულშემატკივარზე. წყვილის ნიშნობის ფოტოები გააზიარეს ასევე ავრილ ლავინმა, Jelly Roll-მა, ჩარლი პუთმა და სხვა ცნობილმა სახეებმა. „ეს ცხოვრების საუკეთესო ეტაპია.” „სიყვარული გიხდებათ,” – უწერენ წყვილს.

ახალ ამბავს გამოეხმაურა კელსის საფეხბურთო ოჯახიც. Chiefs -ის ფეხბურთელმა და კელსის მეგობარმა პატრიკ მაჰოუმსმა ინსტაგრამზე ნიშნობის პოსტი გააზიარა, მისმა მეუღლე ბრიტანიმ კი დაწერა: „ორი ყველაზე გულწრფელი ადამიანი შეხვდა და ერთმანეთი შეუყვარდათ. უბრალოდ ძალიან ბედნიერები ვართ მათ გამო.”

ნიშნობა წყვილის ორწლიან რომანს მოჰყვა. პირველად კელსმა სვიფტის შესახებ 2023 წელს თავის და თავისი ძმის ერთობლივ პოდკასტში New Heights ისაუბრა. ფეხბურთელი მაშინ გულდაწყვეტილი ჰყვებოდა, თუ როგორ ვერ მოახერხა კანზასის კონცერტზე სვიფტისთვის ცნობილი „მეგობრობის სამაჯურის” გაკეთება, რომელზეც მისი ტელეფონის ნომერი იყო დატანილი.

ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში სვიფტი პირველად Kansas City Chiefs-ის თამაშს დაესწრო. დანარჩენი კი უკვე ისტორიაა. წრის შემკვრელი მომენტი ტეილორის სტუმრობა იყო New Heights-ში, სადაც მან თავისი ამბავი გააზიარა, თუ როგორ შეუყვარდა ფეხბურთელი და ასევე ისაუბრა მომავალ ალბომზე The Life of a Showgirl.

.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დრეიკმა, სავარაუდოდ, შეიძინა გულსაკიდი, რომელიც 2Pac-ს ეკუთვნოდა

შემდეგი სტატია

დონალდ ტრამპი ტეილორ სვიფტის ნიშნობას გამოეხმაურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი