Tatuza Jazz Club სტენლი კლარკის, ბექა გოჩიაშვილის და დენის ჩემბერსის კონცერტით ოფიციალურად გაიხსნა

სასტუმრო „ტელეგრაფის“ ისტორიულ კედლებში Tatuza Jazz Club ოფიციალურად 16 სექტემბერს გაიხსნა.

Tatuza Jazz Club – ეს არის ქალაქის უახლესი კულტურული სივრცე, რომელიც ქართველი ჯაზ ლეგენდის, თამაზ „თათუზა“ ყურაშვილის სახელს უკავშირდება. 

16 სექტემბერს, 21:00 საათზე, Tatuza Jazz Club-მა პირველად უმასპინძლა დამსწრე საზოგადოებას. საღამო მსოფლიო მასშტაბის ჯაზ ვარსკვლავებმა, სტენლი კლარკმა, ბექა გოჩიაშვილმა და დენის ჩემბერსმა დაუვიწყარი კონცერტით გახსნეს.

ბექა გოჩიაშვილი,  მუსიკოსი:

„ყველაზე მთავარი, რაც მინდა, რომ ვთქვა ამ ჯაზ კლუბთან დაკავშირებით, არის ის, რომ  მისი სახელი თამაზ ყურაშვილს – თათუზას უკავშირდება. თათუზა არის სიმბოლო საქართველოში ჯაზის დაბადების. მისგან ჩემთვის გაწეული ძალიან დიდი  ამაგი მახსოვს, როგორც მუსიკალური, ისე მის მიღმა. ჩვენ  მეგობრებიც ვიყავით, მისთვის ასაკს არ ჰქონდა მნიშვნელობა. საერთოდ, ჯაზში ასე ხდება ხოლმე. ის იყო ნამდვილი ჯაზმენი, რომელმაც იცოდა მუსიკის ფასი. მადლობა ჩემს მეორე უფროს მეგობარს, თათუზას და მთელ თბილისში ჯაზ მუსიკოსების სახელით – გიორგი რამიშვილს, რომელმაც ეს სივრცე გახსნა, რადგან ეს არ არის ერთჯერადად გაკეთებული საქმე, ეს უკავშირდება მუსიკოსებს, მთელ საქართველოს და მოხარული ვარ, რომ ამის ნაწილი გავხდი. ალბათ იცით, რომ სტენლი კლარკთან ერთად დიდი ხანია, ვუკრავ, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენთან ერთად ასევე დაუკრავს ჩემი საყვარელი დრამერი დენის ჩემბერსი. შეიძლება ითქვას, თავიანთ საქმეში ეს მუსიკოსები არიან პელე და მარადონა.”

Tatuza Jazz Club-ის გახსნა ქართული ჯაზ მუსიკის ცხოვრებაში ერთგვარ გარდამტეხ მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ.  კლუბი თვის განმავლობაში 30-მდე  ღონისძიებას უმასპინძლებს, რაც  ქართველ შემსრულებლებსაც ფართო მუსიკალურ გზას გაუხსნის.

ბექა გოჩიაშვილი,  მუსიკოსი:

„Tatuza Jazz Club, როგორც თათუზას და მის მუსიკას ეკადრებოდა, ისე გაიხსნება და უკვე შემდეგში დაუკრავენ ლუკა თოფურია, ხატია ქორიძე, რეზო კიკნაძე და სხვა მუსიკოსები. ეს არის სტაბილურობის საწყისი საქართველოში, რასაც გვპირდება ეს კლუბი, ვიზუალურადაც ძალიან მომწონს. ამ ტიპის ჯაზ კლუბი საქართველოში ჯერ არ ყოფილა და ეს ძალიან მახარებს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მისი სახელი თათუზას უკავშირდება. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თათუზა ის ადამინია, რომელიც არასდროს მოკვდება და ამ ჯაზ კლუბის გახსნით ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. აქ გაიზრდებიან თაობები, გავა დრო და ჩემი შემდეგი თაობაც აქ დაუკრავს. იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩემისთანა და ჩემზე უკეთესი ახალგაზრდები გაიზრდებიან და ეს ჯაზ კლუბი ხელს შეუწყობს მათ განვითარებას.“

ლეგენდარულმა მუსიკოსებმა თათუზას ჯაზ კლუბში  თავბრუდამხვევი ჰანგებით მსმენელს დაუვიწყარი საღამო აჩუქეს.

აღსანიშნავია, რომ კლუბი უამრავ საინტერესო მუსიკალურ ღონისძიებას უმასპინძლებს, რომლის ფარგლებში ამერიკელი და ევროპელი რეზიდენტი ბენდების გვერდით საერთაშორისო ვარსკვლავები და ქართველი არტისტები წარდგებიან. მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა, ავთენტური ჯაზ სცენისთვის დამახასიათებელი სივრცე  და მსოფლიოში ცნობილი არტისტები თბილისის კიდევ ერთ ახალ მუსიკალურ ცხოვრებას მნიშვნელოვან სივრცეს შემატებს.  

Tatuza Jazz Club-ის კონცერტების სერიის სანახავად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიონსეს გამოუქვეყნებელი მუსიკის ქურდობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

შემდეგი სტატია

Torcho ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი