A$AP Rocky-ს თქმით, JAY-Z თერაპევტია:  „ბევრი ადამიანი მასთან საკუთარ პრობლემებზე სასაუბროდ მიდის“

არტისტმა ეს კომენტარი მაშინ გააკეთა, როცა ჟურნალისტთან საკუთარ მომავალ ფილმზე – If I Had Legs I’d Kick You-ზე საუბრობდა.
A$AP Rocky 2025 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი. DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES
A$AP Rocky 2025 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი. DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES

რეპერი და მსახიობი A$AP Rocky სპაიკ ლის ფილმ Highest 2 Lowest-ის გადაღების შემდეგ ფსიქოლოგიური თრილერ ფილმით If I Had Legs I’d Kick You ბრუნდება. ფილმში მას პარტნიორობას დენზელ ვაშინგტონის ნაცვლად როუზ ბირნი გაუწევს.

ჟურნალ Elle-თან საუბრისას A$AP Rocky-მ ახალი ფილმის შინაარსზე ისაუბრა:  „მთელი ეს ფილმი ერთი დიდი შფოთვითი შეტევაა. ჩემი დამოკიდებულება თერაპიის მიმართ იმდენად პესიმისტურია, რომ სასაცილოც არ არის. შეიძლება, ამის გამო გამკიცხონ კიდეც… მაგრამ მე თერაპევტებს ასტროლოგების და მკითხავების კატეგორიაში ვაყენებ.” – აღნიშნა რეპერმა. 

შემდეგ კი  A$AP Rocky-მ დასძინა: „ამას მე ასე ვუყურებ: თუ თქვენ თერაპევტი ერთსა და იმავე გამოცდილებას არ გიზიარებთ, მაშინ რა აზრი აქვს, უცნობ ადამიანს ერთი საათის განმავლობაში მოუყვე ამბავი იმისთვის, რომ ბოლოს გითხრას – კარგი და ახლა რა გრძნობა გაქვთ?”

შემდეგ A$AP Rocky-მ ვარაუდი გამოთქვა, რომ  Jay-Z კარგი თერაპევტი იქნებოდა.  ინტერვიუერმა კლოვერ ჰოუფმა აღნიშნა, რომ ამ სფეროში ფერადკანიანი თერაპევტების საჭიროებაა, რაზეც A$AP Rocky-მ  უპასუხა: “ვფიქრობ Jay-Z კარგი ფერადკანიანი თერაპევტია, ბევრი ადამიანი მიდის მასთან საკუთარ პრობლემებზე სასაუბროდ.”

A$AP Rocky-ს ახალმა პარტნიორმა როუზ ბირნმა იგი შეაქო და თქვა: “როკი ცნობისმოყვარეა, პატივს სცემს საქმეს და ძალიან კრეატიულია. ფილმში ის სასტუმროს მენეჯერის როლს თამაშობს. „ჩემი სცენები მასთან რთული იყო, რადგან ძალიან ბოროტი უნდა ვყოფილიყავი. ვფიქრობ, მისი პერსონაჟი ყველაზე რთული სათამაშოა, რადგან ის გულწრფელი და ემპათიურია სხვების მიმართ. ეს უფრო სახალისო თამაშს ჰგავდა,  ის წარმოუდგენლად კრეატიულ, შეურაცხმყოფელ სიტყვებს იგონებდა, და თავად ეცინებოდა.”  

ცნობისთვის, რიანას და A$AP Rocky-ს ახლახანს მესამე შვილი შეეძინათ.

ფილმი If I Had Legs I’d Kick You კინოთეატრებში 10 ოქტომბერს გამოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რიანა და A$AP Rocky ანიმაციური ფილმის Smurfs-ის პრემიერაზე, ბრიუსელში. 2025 წლის 28 ივნისი. / ARNOLD JEROCKI/GETTY IMAGES

რიანას და A$AP Rocky-ს მესამე შვილი შეეძინათ

შემდეგი სტატია

პრისცილა პრესლის თქმით, ელვის პრესლისთან დაშორება მისი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ათლეტი და არტისტი: გურამ კაშია x გიგი დედალამაზიშვილი

ეროვნული ნაკრების ისტორიული კაპიტანი და „მგზავრების“ ფრონტმენი საუბრობენ ჯონ ლენონის ტატუზე, Oasis-ის ფლეილისტებზე, კარიერის მთავარ საუნდტრეკსა და იმ მუსიკალურ ენერგიაზე, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა.
მეტი

2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის წინ, Billboard სპორტისა და მუსიკის გლობალური გარეკანების სერიას უშვებს

Billboard-ის 100-წელზე მეტი ხნის ისტორიაში პირველად, გამოცემა რამდენიმე გლობალურ გარეკანს მუსიკისა და სპორტის გადაკვეთას უძღვნის – ფეხბურთისა და მუსიკის დღესასწაულის ისტორიებს 11 ქვეყნის 11 გარეკანი დაეთმობა. პირველი მათგანი 8 ივნისს, აშშ-ის გამოცემამ წარადგინა, ამ კვირაში კი მას კიდევ 10 გარეკანი მოჰყვება. პროექტის დებიუტი აშშ-ის გარეკანით მაილს რობინსონთან და Joey Bada$$-თან ერთად შედგა.
მეტი

Saphileaum-ის ახალი ალბომი – Heavenly Hills ავსტრალიურ ლეიბლზე გამოიცა

ალბომში შემავალი ერთ-ერთი კომპოზიცია, სახელწოდებით – Alarko (კოსმოსური არწივი) არტისტმა თავის ბაბუას, ცნობილ მომღერალ თემურ წიკლაურს მიუძღვნა.
მეტი