ქიდ ქადი: Rock N Roll უკანასკნელი ტრეკია, რომელიც ქანიე ვესთთან ჩავწერე

ფოტო: Arturo Holmes/FilmMagic

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, Kid Cudi-ს განცხადებით, რეპერ Pusha T-ს ალბომისთვის ჩაწერილი კომპოზიცია Rock N Roll უკანასკნელი ტრეკია, რომელზეც ჰიპ ჰოპ არტისტ ქანიე ვესთთან ერთად იმუშავა. ფუშა თავის ახალ ალბომს It’s Almost Dry 22 აპრილს გამოუშვებს.

“გამარჯობა, ზოგიერთმა თქვენგანმა იცის, რომ ფუშასთან ერთად სიმღერა ჩავწერე. მასზე ერთი წლის წინ ვიმუშავე, როდესაც ქანიესთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ახლა აღარ ვმეგობრობთ და ტრეკის გავრცელებაზე თანხმობა მხოლოდ იმიტომ გავეცი, რომ ფუშა ჩემიანია. ეს ჩემი უკანასკნელი კომპოზიციაა ქანიესთან ერთად”, – დაწერა ქადიმ ტვიტერზე.

ვესთმა ფუშას ახალ ალბომზე პროდიუსერ ფარელ უილიამსთან ერთად იმუშავა. ის აგრეთვე ჩანაწერში შესულ ტრეკში Dreamin of the Past მონაწილეობს. ნამუშევარში მოწვეული არტისტების რანგში აგრეთვე შეხვდებით ჯეი ზის, დონ თოლივერს, ლილ უზი ვერტს, მელისს და ლაბირინთს.

ქადისა და ქანიეს მრავალწიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებთ. საზოგადოებამ მათი ურთიერთობის დაძაბვის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც ვესთმა თავის სტუდიურ ჩანაწერში Donda 2 შემავალი ერთ-ერთი კომპოზიციიდან ქადის ვერსი ამოჭრა.

მანამდე რეპერებს უთანხმოება 2013 წელს მოუვიდათ, როდესაც ქიდ ქადიმ ქანიეს ლეიბლი G.O.O.D. დატოვა და ვესთი უყურადღებობაში დაადანაშაულა. ამ უკანასკნელმა კოლეგას მასზე საუბარი აუკრძალა, თუმცა, მოგვიანებით ქანიე ქადის შეურიგდა და განაცხადა – “ჩემი ძმაა. ბოლო ათწლეულის ყველაზე გავლენიანი არტისტი”. მას შემდეგ შემსრულებლებმა წარმატებული კოლაბორაციული ალბომი Kids See Ghosts ჩაწერეს. თუმცა, მიმდინარე წლის თებერვალში ვესთმა ქადი თავისი ტრეკიდან იმიტომ ამოჭრა, რომ ის თავისი ყოფილი ცოლის, კიმ კარდაშიანის ამჟამინდელ შეყვარებულს, პიტ დევიდსონს ემეგობრებოდა.

“ძალიან ცუდი, რომ შენს ალბომში მონაწილეობას აღარ მივიღებ, დინოზავრო. ყველამ იცის, რომ, რაც გაგიცანი, შენს ნამუშევრებში საუკეთესო რამ ვიყავი. შენთვის ვილოცებ”, – მიმართა მაშინ ქადიმ ვესთს.

სკოტ მესკუდიმ, სასცენო სახელით Kid Cudi, მუსიკალური კარიერა 2008 წელს დაიწყო. არტისტი ცნობილი ხუთმაგი პლატინის სტატუსის მქონე ჰიტით Day ‘n’ Nite გახდა, რომელიც ქადის სადებიუტო, კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომის Man On The Moon: The End Of Day სინგლია. მელანქოლიური ხასიათის შემოქმედების მქონე მუსიკოსს 7 სოლო და ორი კოლაბორაციული ალბომი აქვს გამოშვებული. ორი გრემის ჯილფოს მფლობელ შემსრულებელს 22 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Lil Baby მე-12 არტისტია, რომელიც Billboard Hot 100-ში ასი ტრეკით მოხვდა

შემდეგი სტატია

ნახეთ: როგორ დააცენზურეს ჩინეთში Megan Thee Stallion-ის პერფორმანსი

შეიძლება დაგაინტერესოთ

50 Cent-ის თქმით, თანამედროვე რეპის შესაქმნელად მან თავისი „სულელური მხარე” უნდა გამოიყენოს

„ახლანდელ მუსიკას თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ სისულელე უნდა გავაკეთო,” - პასუხობს რეპერი კითხვაზე, თუ რატომ აღარ ქმნის მუსიკას ისეთი სიხშირით, როგორც ადრე.
მეტი

A$AP Rocky 2024 წლის iHeartRadio Music Festival-ზე მონაწილეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ მიიღებს

„სამწუხაროდ ავად გავხდი და iHeartRadio Music Festival-ზე ვეღარ გამოვალ. ბოდიში ვუხდი ჩემს ფანებს და მადლობა iHeartRadio-ს, რომ ეს შესაძლებლობა მომცა,” - წერს რეპერი ინსტაგრამზე
მეტი

ქარდი ბი მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს პასუხობს: „სასამართლოში შევხვდებით”

„პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს ახლა თავის დაძვრენა სურთ, მაგრამ გააუთოვეთ თქვენი საუკეთესო კოსტიუმები, რადგან სასამართლოში შევხვდებით!!!!”
მეტი