LOUDspeakers კონცერტს სტრასბურგში გამართავს

ბენდი ევროპის დედაქალაქში 22 ოქტომბერს პროექტ „ხიდების მშენებლების” ფარგლებში წარდგება.

22 ოქტომბერს LOUDspeakers კონცერტს საფრანგეთში, სტრასბურგში გამართავს. მუსიკალური საღამო 4-დღიანი პროგრამის ნაწილია, რომელიც 20-23 ოქტომბერს პლატფორმა „ხიდების მშენებლების” ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიებების სერია, სახელწოდებით „ხიდები ევროპასთან”, მოიცავს პანელურ დისკუსიებს, კინოჩვენებებს, გამოფენებს, ქალაქის ექსკურსიებსა და სხვა აქტივობებს. მუსიკალურ ნაწილში LOUDspeakers-თან ერთად სცენაზე ასევე წარდგებიან ნიკა ჩოხელი და სხვა ქართველი მუსიკოსები.

პლატფორმა „ხიდების მშენებლების” მიზანია ქართული დიასპორის გაძლიერება და საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროექტის პირველი ღონისძიება აშშ-ში, პრინსტონში გაიმართა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

11 ოქტომბერს Noble Savage ახალ სეზონს განსაკუთრებული მუსიკალური საღამოთი ხსნის

შემდეგი სტატია

ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი ფილმ Kiss of the Spider Woman-ის პრემიერას დაესწრნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი