Pusha T მომავალი ალბომის It’s Almost Dry ტრეკლისტს ავრცელებს

ფოტო: Michael Kovac/GI for Variety

ბრონქსელი ჰიპ ჰოპ არტისტი Pusha T რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომს It’s Almost Dry პარასკევს, 22 აპრილს გამოუშვებს. ნამუშევრის აღმასრულებელი პროდიუსერები ქანიე ვესთი და ფარელ უილიამსი არიან. ჩანაწერი მოიცავს ჯეი ზისთან ერთად შექმნილ ახლახან გავრცელებულ ტრეკს Neck & Wrist, ასევე სინგლს Diet Coke.

“სტუდიური ალბომის პროდაქშენზე ორმა საუკეთესო ადამიანმა იმუშავა, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, ვინ ვარ მე. ისინი ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ნამდვილად შეუდარებელი მუსიკოსები არიან”, – აღნიშნა 44 წლის რეპერმა.

სტუდიური ნამუშევარი 12 ტრეკისგან შედგება, მათ შორის კოლაბორაციული ჩანაწერებისგან ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: ქანიე ვესთი, ჯეი ზი, ქიდ ქადი, ლაბირინთი და სხვები. ფუშამ ინსტაგრამზე ალბომის გარეკანი და ტრეკლისტი გამოაქვეყნა.

ამასთან, ცნობილია, რომ ფუშა ნამუშევრის პრომოუშენის ფარგლებში ამერიკულ ტურნეს 29 მაისს დაიწყებს.

ტერენს თორნტონმა, ფსევდონიმით Pusha T, შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს დაიწყო. ჯგუფი Clipse, რომელიც 2000-იანებში საკმაოდ პოპულარული გახლდათ, მან უფროს ძმასთან ერთად ჩამოაყალიბა. პროექტის პირველი სტუდიური ნამუშევარი Lord Willin’ კომერციულად მომგებიანი გამოდგა და ოქროს სტატუსიც მოიპოვა. ჰიპ ჰოპ დუეტის ასეთი წარმატება ლეგენდარული მუსიკოსის, ფარელ უილიამსის დამსახურებაცაა, რომელთანაც “ქლიფსმა” არაერთხელ ითანამშრომლა. 

2009 წელს რეპერმა შემოქმედებითი პაუზა აიღო, რის შემდეგაც მას ქანიე ვესთმა სოლო კარიერის დაწყება გადააწყვეტინა. 2011 წელს ფუშამ EP სახელწოდებით Fear Of God II: Let Us Pray გაავრცელა. თუმცა, მისი მთავარი წარმატება სადებიუტო ალბომს My Name Is My Name უკავშირდება. 2018 წელს ტერენსმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო ალბომი Daytona ჩაუშვა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც ქანიე ვესთი გახლავთ. სტუდიურმა ნამუშევარმა კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასებები დაიმსახურა.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: Lil Nas X ანიმაციურ სერიალში The Proud Family: Louder and Prouder

შემდეგი სტატია

ნახეთ: ნიკი მინაჟმა კომპოზიციაზე We Go Up კლიპი გადაიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლორინ ჰილი განმარტავს, თუ რატომ აღარ გამოსცა ახალი ალბომი Miseducation-ის შემდეგ

„რაღაც მხრივ, ჰარიეტ ტაბმენის მსგავსი ფიგურა ვიყავი, რომელიც გარბოდა იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მყოფთათვის მწარე სიმართლე ეთქვა, სანამ გარკვეული ძალები ამ კარებს არ დახურავდნენ.”
მეტი
Drake - Wireless Festival 2025, ფინსბერი პარკი, 2025 წლის 12 ივლისი, ლონდონი Simone Joyner/Getty Images

Drake-მა 2026 წელს ახალი რეკორდი დაამყარა და ერთ დღეში Spotify-ზე ყველაზე მეტად მოსმენილი არტისტის, ალბომისა და სიმღერის სტატუსი მოიპოვა

ამ რეკორდების მფლობელი Drake-ის ახალი ალბომი Iceman და სიმღერა Make Them Cry გახდა, რომლებმაც პლატფორმაზე რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწიეს.
მეტი
Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

Drake-ის ალბომი Iceman ოფიციალურად მალე გამოვა –  ნახეთ რელიზის თარიღი

სტრიმერმა Kishka-მ ტორონტოში Iceman-ის ინსტალაციის თავზე განთავსებული ჟურნალი აღმოაჩინა, სადაც პროექტის გამოსვლის თარიღი იყო მითითებული.
მეტი

MAMAFLEX-ის ლაივი და ახალი ალბომის პრეზენტაცია კლუბში Mtkvarze

7 მარტს კლუბი Mtkvarze ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტის, MAMAFLEX-ის ლაივს უმასპინძლებს. არტისტი მსმენელის წინაშე ახალი პროექტით და თავისი ბოლო რელიზით Retired Crashout წარდგება.
მეტი