ნახეთ: Lil Nas X ანიმაციურ სერიალში The Proud Family: Louder and Prouder

ფოტო: The Proud Family: Louder and Prouder

ამერიკელი მუსიკოსი, ლილ ნას იქსი სტრიმინგ სერვისის Disney+ ანიმაციური სერიალის The Proud Family: Louder and Prouder სტუმარია. ის მომავალ ეპიზოდში Old Towne Road მიიღებს მონაწილეობას და ქანთრი მუსიკოსის, სახელად ჯუნ ბაგის როლს შეასრულებს. წინასწარ გავრცელებულ მონაკვეთში ბობი ფრაუდი სცენაზე ბაგის ქანთრი ანსამბლს უერთდება, ლილ ნას იქსის პერსონაჟი კი ეუბნება: “არა, აქ მხოლოდ მე ვუკრავ გიტარაზე, შენ სარეცხ დაფაზე უკეთ დაუკრავ”. ამის შემდეგ კი ისინი არტისტის ჰიტს Old Town Road მღერიან.

The Proud Family ტელეარხ Disney-ის ეთერში 2001-დან 2005 წლამდე გადიოდა. მისი გაგრძელება 2020 წელს დაანონსდა, პირველი ეპიზოდის პრემიერა კი 2022 წლის 23 თებერვალს შედგა. ძველებთან ერთად შოუში ახალი პერსონაჟები: მაია, ბუგი, აშანთე ბლექი, მარკუს თი, პოლკი და სხვები გვხვდებიან.

მონტერო ლამარ ჰილმა, სასცენო სახელით Lil Nas X, შემოქმედებითი კარიერა 2018 წელს დაიწყო. საყოველთაო აღიარება მას 2018 წლის დეკემბერში გამოშვებულმა კომპოზიციამ Old Town Road მოუტანა, რომელმაც ბილბორდის ცხეულ ასეულში პირველი ადგილი და თექვსმეტმაგი პლატინის სტატუსი დაიმსახურა. 2019 წლის 5 აპრილს არტისტმა საკუთარი ჰიტის რემიქსი ცნობილ ქანთრი შემსრულებელთან, ბილი რეი საირუსთან ერთად ჩაწერა. სიმღერამ ბილბორდის ჩარტში რეკორდული პერიოდი, 19 კვირა დაჰყო. ორი გრემის ჯილდოს მფლობელმა ლილ ნას იქსმა სადებიუტო ალბომი Montero 2021 წელს გამოუშვა, რომელსაც Billboard 200-ის ჩარტში მეორე ადგილი ერგო. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მამაკაცს, რომელიც მაკ მილერს ნარკოტიკით ამარაგებდა, 11 წელი მიუსაჯეს

შემდეგი სტატია

Pusha T მომავალი ალბომის It’s Almost Dry ტრეკლისტს ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი

დევიდ ბოლი, Soft Cell-ის თანადამფუძნებელი, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

გლორია ჯონსის Tainted Love-ის ქავერის შესრულებით მულტიინსტრუმენტალისტმა მუსიკოსმა ვოკალისტ მარკ ალმონდთან ერთად საერთაშორისო ჰიტი შექმნა.
მეტი