Ty Dolla $ign-მა  მეოთხე სტუდიური ალბომი Tycoon გამოუშვა

„Tycoon იაპონური ტერმინია, რაც „დიდ ბატონს“ ნიშნავს, იმას, ვინც საკუთარ საქმეში საუკეთესოა“, – განუცხადა Ty Dolla $ign-მა Billboard-ს ახალ ინტერვიუში.
Ty Dolla $ign Gabe Shaddow
Ty Dolla $ign Gabe Shaddow

Ty Dolla $ign-მა მეოთხე სტუდიური ალბომი Tycoon 17 ოქტომბერს Atlantic Records-ის ლეიბლის მეშვეობით გამოსცა. 

„Tycoon ნიშნავს ბოსს. ეს სიტყვა იაპონური ტერმინიდან მოდის, რომელიც „დიდ ბატონს“ ნიშნავს. ეს იგივეა, რაც ძლიერი ლიდერი, საკუთარ საქმეში საუკეთესო, თამაშის მწვერვალზე მყოფი,“  – განუცხადა  Ty Dolla $ign-მა Billboard-ს ახალ ინტერვიუში. „ვფიქრობ, ზუსტად ამ წერტილს მივაღწიე. ჯერ კიდევ მაქვს მიზნები და ადგილები, სადაც მინდა წასვლა, მაგრამ ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი არტისტი ვარ ამ სფეროში.“

ახალი პროექტის გამოსვლამდე არტისტმა  სამი სინგლი გამოუშვა: უეინ ვანდერის სემპლით All In, Smile Body Pretty Face –  Kodak Black-ისა და YG-ის მონაწილეობით და Show Me Love, ტორი ლენეზთან კოლაბორაციით. 

ალბომი Tycoon Ty Dolla $ign-ის წინა სოლო ალბომის, Featuring Ty Dolla $ign-ის (2020) – გამოცემიდან ხუთი წლის შემდეგ გამოვიდა. 25-ტრეკიანი პროექტი მუსიკოსის შემოქმედებით მრავალმფეროვნებას ასახავს და ბევრ კოლაბოარაციას მოიცავს. ალბომში მონაწილეობენ არტისტები: Ye, Mustard, Quavo, ნიკი მინაჟი, Jhené Aiko, FKA twigs და სხვა. Ty Dolla $ign-ის წინა ალბომი Featuring –  Billboard 200-ში მე-4 ადგილზე გავიდა და Top R&B/Hip-Hop Albums-ში მეორე პოზიცია დაიკავა.

სექტემბერში Billboard-მა Ty Dolla $ign – Collab Impact Award-ით დააჯილდოვა The Future of Music & Money-ის ღონისძიებაზე, რომელიც UBS-თან პარტნიორობით და Feeture-ის მხარდაჭერით გაიმართა.

Ty Dolla $ign-მა და Ye-მ ერთობლივად ორი ალბომი:  Vultures 1 და Vultures 2 გამოსცეს. პირველი მათგანი ორი კვირის განმავლობაში Billboard 200-ის ჩარტში ლიდერობდა. ალბომის ჰიტი –  Carnival (Rich the Kid-ისა და Playboi Carti-ს მონაწილეობით) Billboard Hot 100-ის პირველ ადგილზე მოხვდა, რაც Ty Dolla $ign-ისთვის მეორე ნომერ პირველი ჰიტი გახდა 2018 წლის Psycho-ს გამოსვლის შემდეგ.

მოუსმინეთ Ty Dolla $ig-ის ახალ ალბომს Tycoon:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Keychange-ის Talent Leadership პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

შემდეგი სტატია

სინდი ლოპერი 2025 წლის 11 თებერვალი OKPAKO/WIREIMAGE

სინდი ლოპერის თქმით, როცა გრეისი აბრამსის ეს სიმღერა პირველად მოისმინა, ატირდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
მეტი