ლიზა ბათიაშვილი ზალცბურგის Mozarteum University-ს პროფესორი გახდება

„მომავალი სავსეა შთამაგონებელი თანამშრომლობებითა და ახალი იდეებით ზალცბურგში,” – ვკითხულობთ ბათიაშვილის პოსტში.
ლიზა ბათიაშვილი და ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი
Stephan Rabold

ცნობილი ქართველი ვიოლინისტი ლიზა ბათიაშვილი 2026 წლის ოქტომბრიდან ზალცბურგის “მოზარტეუმის უნივერსიტეტში” პროფესორის პოზიციას დაიკავებს.

უნივერსიტეტის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ბათიაშვილი, რომელიც ერთნაირი აღიარებით სარგებლობს როგორც მსმენელებს, ისე კოლეგებს შორის, უნივერსიტეტს თავისი გამორჩეული ვირტუოზულობითა და მუსიკალური ნიჭით უერთდება.

„ჩემთვის უდიდესი პატივი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ზალცბურგის ,,მოზარტეუმის უნივერსიტეტში” პროფესორის პოზიციის დაკავება,“ – წერს მუსიკოსი. „ეს ჩემი ცხოვრების ახალი და ამაღელვებელი ეტაპია. ველი შესაძლებლობას, გავუზიარო სტუდენტებს ჩემი გამოცდილება და სიყვარული მუსიკისადმი. გულწრფელად მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ამ გზაზე მხარი დამიჭირა – თქვენ გარეშე ეს შესაძლებლობა რეალობად ვერ იქცეოდა.“

ბათიაშვილი წლების განმავლობაში თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან, დირიჟორებთან და სოლო არტისტებთან. მუსიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ მოუთმენლად ელის ახალგაზრდა მუსიკოსებთან შეხვედრას და ახალ გამოწვევებს: „მომავალი სავსეა შთამაგონებელი თანამშრომლობებითა და ახალი იდეებით ზალცბურგში,” – ვკითხულობთ ბათიაშვილის პოსტში. 

Universität Mozarteum Salzburg  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური აკადემიაა, სადაც სწავლობდნენ და ასწავლიდნენ კლასიკური მუსიკის ცნობილი ფიგურები. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

YUNGBLUD-ის თქმით, ბებია ატყუებდა, რომ მისი ბაბუა როდ სტიუარტი იყო

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი, 2025 წლის 2 თებერვალი

ნახეთ, რას ფიქრობს ელიზაბეტ ტეილორის ვაჟი ტეილორ სვიფტის სიმღერაზე, რომელიც დედამისს ეძღვნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა
მეტი

ოზი ოსბორნი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ციფრული ავატარის სახით ბრუნდება

„ავატარი შეძლებს ფანებთან ინტერაქციას, მოძრაობას, საუბარს და ისე მოქცევას, როგორც ნამდვილი ოზი.”
მეტი
ლუკა თოფურია და NIKALA ელენე წულეისკირი

ლუკა თოფურიას და NIKALA-ს ერთობლივი საღამო Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში

23 მაისს სასტუმრო Telegraph-ის თავზე მდებარე Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში თანამედროვე ჯაზის, სოულისა და ელექტრონული ჟღერადობის უნიკალური კოლაბორაცია შედგება.
მეტი