U2-მ 2025 წლის ვუდი გათრის პრემია მიიღო

Bono-მ და The Edge-მა პროდიუსერთან და მუსიკოსთან, თი ბოუნ ბერნეტთან ერთად სცენაზე ხელოვნებისა და აქტივიზმის შესახებ დისკუსიაში მონაწილეობაც მიიღეს.
Bono და The Edge ვუდი გათრის პრემიის 2025 წლის დაჯილდოებაზე, 2025 წლის 21 ოქტომბერი / ჯეი ბლეიკსბერგი/Courtesy of Harper House Music Foundation

U2-ს წევრებმა Bono-მ და The Edge-მა 2025 წლის ვუდი გათრის პრემია ჯგუფის სახელით მიიღეს.  ისინი ლეგენდარული ფოლკ მომღერლის მემკვიდრეობისთვის დაჯილდოვდნენ. ღონისძიება კი ოკლაჰომას შტატის ქალაქ ტულსაში, Cain’s Ballroom-ში გაიმართა. ეს არის ადგილი, სადაც Bono და The Edge 1981 წელს სადებიუტო ალბომ  Boy-ს პრომო ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ჯილდოს გადაცემამდე Bono-მ და The Edge-მა პროდიუსერთან და მუსიკოსთან, თი ბოუნ ბერნეტთან ერთად სცენაზე ხელოვნებისა და აქტივიზმის შესახებ დისკუსიაშიც მიიღეს მონაწილეობა.

„ჩვენი საყვარელი საპროტესტო სიმღერები ყოველთვის მიმართული იყო მიზნისკენ, რისკენაც მივისწრაფოდით… ჩვენ არ ვსაუბრობდით სიბნელეზე, ჩვენ სინათლეს კიდევ უფრო კაშკაშას ვხდიდით. მჯერა, რომ მუსიკას შეუძლია განწყობის შეცვლა და კულტურაში ძირეული ცვლილების მოხდენა.“ – თქვა The Edge-მა.

Bono-მ კი აღნიშნა: „ბობ დილანმა ნამდვილად მიგვიყვანა იქ, სადაც სიმღერა სამყაროებს აღებდა. ვუდი გათრის სამყაროში კი ბობ დილანის გარეშე ვერ შევიდოდით.” მუსიკოსმა ასევე განაცხადა: „ამერიკა ჯერ კიდევ დაუწერელი ყველაზე დიდი სიმღერაა. პოეზიაც კვლავ იწერება… ნუ იფიქრებთ, თითქოს ყველაფერი თავისთავად არაჩვეულებრივი დარჩება, რომ თუ დღეს დაიძინებთ და ოცი წლის შემდეგ  გაიღვიძებთ, სამყარო უფრო სამართლიანი ან თავისუფალი იქნება. ეს ასე არ მოხდება, ეს ასე არ მუშაობს“.

ბერნეტთან საპროტესტო სიმღერების წერის პროცესზე საუბრისას Bono-მ თქვა: „შეკვეთით სიმღერის დაწერა შეუძლებელია“. მან წაიკითხა ტექსტი სიმღერისა, რომელიც ივლისში ისრაელელი კოლონისტის მიერ პალესტინელი აქტივისტის, აუდა ჰათალინის მკვლელობის შესახებაა დაწერილი.

Bono-მ და The Edge-მა დამსწრე საზოგადოებისთვის სიურპრიზად ექვსი სიმღერა შეასრულეს, მათ შორის ვუდი გათრის კომპოზიციებიდან ფრაგმეტნები: Running to Stand Still და Pride (In the Name of Love). საღამოს ასევე შესრულდა U2-ს სიმღერები: Mothers of the Disappeared, Sunday Bloody Sunday, One და Yahweh.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ გათრის შვილიშვილი ანა კანონი და Woody Guthrie Center-ის დირექტორი ქეიდი შოიც.

„ვუდი და U2 ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობდნენ. იქნება ეს ომისა და ძალადობის წინააღმდეგ პროტესტი, ჰუმანიტარული უფლებების დაცვა თუ კორუფციისა და უსამართლობის შესახებ სიმღერა“. – აღნიშნა ანა კანონიმ.

ღონისძიებას საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა, რომლის მიზანიც გატთის ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების, საჯარო კონცერტებისა და გამოფენების მხარდაჭერა იყო. ღონისძიებას Harper House Music Foundation წარადგენდა. 

Woody Guthrie Prize ყოველწლიურად იმ არტისტებს გადაეცემათ, რომელთა შემოქმედებაც გათრის სულისკვეთებას გამოხატავს, რომ მუსიკას შეუძლია იყოს სოციალური სამართლიანობისა და ცვლილების ძალა. წინა გამარჯვებულებს შორის კი დასახელებულნი არიან: ტომ მორელო, პიტ სიგერი, მეივის სტეიპლსი, კრის კრისტოფერსონი, ჯონ მელენკამპი, ჩაკ დი, ჯოან ბაეზი, ბრიუს სპრინგსტინი, Pussy Riot და ტელეპროდიუსერი ნორმან ლირი.

გათრის ყველაზე ცნობილი სიმღერაა This Land Is Your Land, რომელიც მან 1940 წლის თებერვალში იმის პასუხად დაწერა, რომ ირვინგ ბერლინის სიმღერა God Bless America ზედმეტად ხშირად ჟღერდა რადიოში.

ვუდი გათრი 1967 წელს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსი 1988 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 2000 წელს კი ხმის ჩამწერი აკადემიისგან ჯილდო სიცოცხლის მანძილზე მოპოვებული მიღწევებისთვის მიენიჭა.

ჯგუფ U2-ს შემადგენლობაში ასევე არიან ადამ კლეიტონი და ლარი მიულენი უმცროსი. U2 გრემის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ დაჯილდოებული ბენდია, რომელსაც 22 გრემი აქვს მიღებული. მათ შორისაა ორი პრიზი წლის ალბომისთვის, ორი წლის ჩანაწერისთვის და ორიც – წლის სიმღერისთვის.

2005 წელს U2 როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს, ხოლო ახლახან ბენდი The Ivors Academy-ს წევრად დაასახელეს, რაც ბრიტანეთში მუსიკალური შემოქმედებისთვის უმაღლეს ჯილდოდ ითვლება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯო ბადენი თავის პოდკასტში დრეიკს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა და ის უცენზურო სიტყვებით მოიხსენია

შემდეგი სტატია

ჯასტინ ბიბერი Twitch-ის პირველ ლაივში გავიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი