ჯასტინ ბიბერი Twitch-ის პირველ ლაივში გავიდა

მომღერლის თქმით, მსგავს კონტენტს გულშემატკივარს ყოველდღიურად შესთავაზებს.
ჯასტინ ბიბერი
CASSY ATHENA/GETTY IMAGES

ჯასტინ ბიბერმა ცხოვრების ნახევარზე მეტი ეკრანზე გაატარა, თუმცა 22 ოქტომბერს პოპვარსკვლავი გულშემატკივარს დაჰპირდა, რომ მისგან კიდევ უფრო მეტს ვიხილავთ. ოთხშაბათს ბიბერის დებიუტი სოციალურ ქსელ Twitch-ზე შედგა ერთსაათიანი ლაივსტრიმით, რომელშიც ვხედავთ, თუ როგორ ატარებს მომღერალი დროს გუნდის წევრებთან ერთად. ვიდეოში ბიბერი თამაშობს კალათბურთს, ბილიარდს და გულშემატკივარს „კოაჩელაზე” მის მომავალ გამოსვლაზე ესაუბრება. 

ლაივი უზარმაზარი საწყობის მსგავს სივრცეში მიმდინარეობს, სადაც ვხედავთ ხმის ჩამწერ სტუდიას, პინგ-პონგისა და ბილიარდის მაგიდებს და მოსასვენებელ სივრცეს ბიბერის ვაჟის, ჯეკ ბლუზის მანეჟით. ვიდეოში ბიბერი კალათბურთის მოკლე სროლებს აკეთებს, პარალელურად კი საუბრობს თავის ჯანმრთელობაზე, მეგობრობასა და  ურთიერთობებზე. ეს ყველაფერი კი Partynextdoor-ის Come and See Me-ს ფონზე ხდება. 

სტრიმის უმეტეს ნაწილში ბიბერის გუნდის წევრები ტერიტორიაზე მოძრაობენ ან უბრალოდ დროს ატარებენ, როცა ბიბერი დიჯეის ფუნქციას ითავსებს და საყვარელ R&B-ს უკრავს, მათ შორის ლეონ თომასის Yes It Is-ს. კალათბურთის თამაშის შემდეგ მომღერალი მთქნარებით მიდის ბილიარდის მაგიდასთან და თამაშის დასაწყებად კიის ცარცს ეძებს. 

თამაშის შემდეგ კი ბიბერი თავად იღებს კამერას და გულშემატკივართან საუბარს იწყებს. პოპვარსკვლავმა 2026 წლის “კოაჩელას” კონცერტზე ისაუბრა – ამ ეტაპზე ერთადერთ შოუზე, რომელიც ბიბერს Swag and Swag II -ის გამოცემის შემდეგ აქვს დაგეგმილი. ეს გამოსვლა ასევე იქნება პირველი სრული ხანგრძლივობის კონცერტი 2022 წლის შემდეგ.

„ეს იქნება ჩვენი სივრცე შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში, ძალიან აღტაცებული ვარ,” – ამბობს ვიდეოში ბიბერი. „ძალიან მაგარ შოუს ვაკეთებ ‘კოაჩელაზე’ თქვენთვის, ერთი სული მაქვს. ასე რომ, ვემზადები, ვკრებ გუნდს. ეს შესანიშნავია.” მომღერალი პირდაპირ კამერას ესაუბრებოდა, რა დროსაც გულშემატკივარს დაჰპირდა, რომ Twitch-ის სტრიმები ყოველდღიურ სახეს მიიღებს.

პირდაპირ ეთერში ჩანდა ასევე ეპიზოდი, როცა ბიბერი მაისურის გარეშე თამაშობდა პინგ-პონგს. თუმცა, გართობის გარდა, მომღერალი საკმაოდ დაკავებულია ახალი მუსიკისა და ვიდეოკლიპების გამოცემით, ასევე ჩარტებში ლიდერობით. მისი სიმღერა Daisies პირველ ადგილზე გავიდა Pop Airplay Chart-ში, რითაც ბიბერი ბრუნო მარსს გაუთანაბრდა სოლო მამაკაც შემსრულებელთა შორის ჩარტის ისტორიაში ყველაზე მეტი ლიდერობით. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

U2-მ 2025 წლის ვუდი გათრის პრემია მიიღო

შემდეგი სტატია

დევიდ ბოლი, Soft Cell-ის თანადამფუძნებელი, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK ice Cream BLACKPINK / YOUTUBE

BLACKPINK-ისა და სელენა გომესის ჰიტმა Ice Cream YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

მუსიკალური ვიდეო K-pop ჯგუფისთვის რიგით მერვე, ხოლო სელენა გომესისთვის მეოთხე ნამუშევარია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
მეტი

ნინი აირისმა ახალი სინგლი, სახელწოდებით  „გისმენ“ გამოუშვა

„ეს არის ოცნება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი – დამეწერა სიმღერა, რომლის ფორმირებაზეც ჩემმა კულტურამ და ფესვებმა მოახდინა გავლენა,” – წერს ნინი აირისი სოციალურ ქსელში.
მეტი

Moby-ს დაბრუნება Coachella-ს სცენაზე

სეტის განმავლობაში არტისტმა ისეთი ჰიტები გააჟღერა, როგორებიცაა: Porcelain, Go, Why Does My Heart Feel So Bad? და Thousand. მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება Natural Blues-ის ახალმა ვერსიამ მოახდინა.
მეტი

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა – Oliver Tree-მ საქართველოში, დიდგორის მემორიალთან გადაღებული კლიპი გამოუშვა

„ვიდეო გადაღებულია დიდგორის ბრძოლის მემორიალურ კომპლექსში, ულამაზეს საქართველოში,” – ვკითხულობთ YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის აღწერაში.
მეტი