თეთრმა სახლმა ახალ ვიდეოში ტეილორ სვიფტის სიმღერა გამოიყენა, პრეზიდენტისა და მომღერლის კონფლიქტური ურთიერთობის მიუხედავად

ტრამპმა წარსულში დაწერა, რომ სვიფტი სძულს.
დონალდ ტრამპი
CHRISTOPHER FURLONG/GETTY IMAGES

ტეილორ სვიფტი ღიად გამოხატავს კრიტიკას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პოპვარსკვლავის ფანები პრეზიდენტის სოციალური მედიის გუნდშიც არიან.

თეთრი სახლის ოფიციალურ „ტიკტოკის” ანგარიშზე ახლახან ვიდეო გამოქვეყნდა, რომელსაც ფონად სწორედ სვიფტის Billboard Hot 100-ის ლიდერი სიმღერა The Fate of Ophelia გასდევს. ვიდეოში 14 გზის გრემის მფლობელი მომღერლის ტექსტებს დონალდ ტრამპის, ვიცე-პრეზიდენტ ვენსისა და მელანია ტრამპის ფოტოები აქვს მისადაგებული.

მაგალითად, როცა სვიფტი მღერის ტექსტს „არ მაინტერესებს, სად იყავი”, აღნიშნულ ფრაზას ვკითხულობთ ტრამპის დაკავების ამსახველ ფოტოზე, როცა მას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ. ხოლო შემდეგ ფრაზა „რადგან ახლა ჩემი ხარ” ეწერება ფოტოზე, სადაც პრეზიდენტი ამერიკის დროშას კოცნის. 

ვიდეო სრულდება ფოტოთი, სადაც ტრამპი „მაკდონალდსის” ფრის ამზადებს. მასზე კი სვიფტის ტექსტის ოდნავ შეცვლილი ვერსია იწერება: The fate of America.

@whitehouse

OUR VIBES 🇺🇸

♬ original sound – The White House

გაურკვეველია, თუ რატომ უნდა სურდეს თეთრ სახლს Eras Tour-ის ჰედლაინერი სიმღერის ნებისმიერი ფორმით გამოყენება, მით უმეტეს, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სვიფტი  ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიკიტიკოსია, რომელიც, თავის მხრივ, ყველაზე ხშირად ხდება პრეზიდენტის სამიზნე. ტრამპს არაერთხელ გაუკეთებია შეურაცხმყოფელი კომენტარები მომღერლის მიმართ. მას შემდგე, რაც პოპვარსკვლავმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საჯაროდ დაუჭირა მხარი კამალა ჰარისს, ტრამპმა დაწერა: „მე მძულს ტეილორ სვიფტი.”

ამასთანავე, ტრამპი და მისი გუნდი უკვე ცნობილი არიან იმ არტისტების მუსიკის გამოყენებით, ვინც მათ მხარს არ უჭერს და ხშირად – სრულიად უნებართვოდ. აღნიშნულ ვიდეომდე რამდენიმე კვირით ადრე პრეზიდენტი კენი ლოგინსმა გააკრიტიკა სიმღერა Danger Zone-ის გამოყენებისთვის ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიდეოზე, სადაც ტრამპი თითქოს თვითმფრინავს მართავს და No Kings-ის აქციის მონაწილეებს ფეკალურ მასას ასხამს. 

„მოვითხოვ, რომ ჩემი სიმღერა დაუყოვნებლივ წაიშალოს ამ ვიდეოდან,” – დაწერა მუსიკოსმა განცხადებაში. „ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა სურდეს ვინმეს, მისი მუსიკა ისეთ რამესთან ასოცირდებოდეს, რაც ერთადერთი მიზნითაა შექმნილი – რომ გაგვყოს. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს, გაგვხლიჩოს, ჩვენ კი ახალი გზები უნდა ვიპოვოთ, რომ გავერთიანდეთ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

8 ალბომი, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს შანსი,  2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე „წლის ალბომის“ ნომინაცია მიიღოს

შემდეგი სტატია

RADIOHEAD-ის დაბრუნება: იხილეთ სიმღერები, რომლებიც ბენდმა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ მადრიდის Movistar Arena-ზე გამართულ შოუზე შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი