Charli xcx-ის გოთიკური ესთეტიკა – მომღერალმა „ქარიშხლიანი უღელტეხილის” საუნდტრეკის მუსიკალური ვიდეო წარადგინა

კლიპში ასევე მონაწილეობს ჯგუფ Velvet Underground-ის ჯონ კეილი.
Charli xcx
PAUL KOOIKER

Charli xcx-მა დაანონსებული ფილმის, „ქარიშხლიანი უღელტეხილის” რამდენიმე საუნდტრეკზე იმუშავა და პირველი მათგანი 10 ნოემბერს წარადგინა. House მომღერალმა მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად გამოაქვეყნა. 

House-ის რეჟისორი მიტჩ რაიანია, რომელმაც ასევე იმუშავა Charli-ს ვიდეოზე – Party 4 U. კლიპში ასევე მონაწილეობს ჯგუფ Velvet Underground-ის ჯონ კეილი. ვიდეოში კეილის, როგორც მთხრობელის ხმა გვესმის, როცა Charli ცარიელ სახლში იღვიძებს. დრამატული ტექსტი თანხვედრაშია კლიპის გოთიკურ ესთეტიკასთან. ეს მკვეთრი გადახვევაა Brat-ის სამყაროს ქაოსისგან და Charli-ს მრავალფეროვან მუსიკალურ სპექტრს აჩვენებს. 

33 წლის მომღერალმა განცხადება გაავრცელა, სადაც ფილმის საუნდტრეკებში თავის კონტრიბუციაზე ისაუბრა და ახსნა House-ის წარმომავლობა, რომელსაც „ელეგანტური და სასტიკი“ უწოდა.

„გასულ შობას რეჟისორმა ემერალდ ფენელმა დამირეკა და მკითხა, ვისურვებდი თუ არა მუშაობას „ქარიშხლიანი უღელტეხილის” ადაპტაციისთვის. სცენარი წავიკითხე და მყისიერად გაჩნდა შთაგონება, ამიტომ ფინ კეინთან ერთად მუშაობა დავიწყე არა მხოლოდ ერთ, არამედ მრავალ სიმღერაზე, რომლებიც მის [ემერალდ ფენელის] მიერ შექმნილ სამყაროსთან იყო დაკავშირებული. ჩემი წინა ალბომის შემდეგ, აღტაცებული ვიყავი სრულიად ახალ, სრულიად საწინააღმდეგო სამყაროში გადასვლით. როცა „ქარიშხლიან უღელტეხილზე” ვფიქრობ, მრავალი რამ მახსენდება: ვნებები და ტკივილი, ინგლისი, სიცივე, გამბედაობა და მტკიცე ხასიათი,” – ამბობს Charli xcx

„რამდენიმე წლის წინ ვუყურე დოკუმენტურ ფილმს The Velvet Underground-ის შესახებ. როგორც იცით, ჯგუფის დიდი ფანი ვარ და ფილმმა ძალიან დამაფიქრა. ერთი ფრაზა განსაკუთრებით დამამახსოვრდა: ჯონ კეილმა თქვა, რომ ჯგუფს სურდა, ნებისმიერი სიმღერა ყოფილიყო „ელეგანტური და სასტიკი”. ეს ფრაზა ჩემს გონებაში დაილექა, ჩავიწერე და ხანდახან ვფიქრობდი, თუ რას გულისხმობდა. როდესაც ამ ფილმისთვის მუსიკაზე ვმუშაობდით, მუდმივად ვფიქრობდი ფრაზაზე – „ელეგანტური და სასტიკი”. ერთ დღეს, ტურის დროს, ფინთან ერთად სტუდიაში მივედი და დავწერეთ სიმღერის ძირითადი ნაწილი, რომელიც საბოლოოდ გახდა House. ზაფხულის ბოლოს კი ისევ ჯონის სიტყვებზე ვფიქრობდი. ამიტომ გადავწყვიტე მასთან დაკავშირება და მისი მოსაზრების მოსმენა იმ სიმღერებზე, რომლებიც მისი ფრაზით იყო შთაგონებული და ასევე, იმის გასარკვევად, სურდა თუ არა მას ჩვენთან თანამშრომლობა. ჩვენ დავუკავშირდით, ვსაუბრობდით ტელეფონით და უცებ… ის ხმა – ელეგანტური და სასტიკი. რამდენიმე სიმღერა გავუგზავნე და კონკრეტულად House-ზეც ვილაპარაკეთ. მან ისეთი რამ ჩაწერა და გამომიგზავნა, რასაც მხოლოდ ჯონი შეძლებდა,” – გაიხსენა Charli xcx-მა. 

„თავს იღბლიანად მივიჩნევ, რომ ჯონთან მუშაობის შესაძლებლობა მქონდა. ძალიან ველოდი თქვენთვის ამის გაზიარებას ,” – დაამატა მუსიკოსმა. 

„ქარიშხლიანი უღელტეხილი” კინოთეატრებში 13 თებერვალს გამოვა. ფენელის ადაპტაციაში ჯეიკობ ელორდი და მარგო რობი მონაწილეობენ. 

იხილეთ House-ის ვიდეო კლიპი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჩეპელ როუნმა სინდი ლოპერს Gen Z თაობის პოპვარსკვლავების გზის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა

შემდეგი სტატია

ROSALÍA COURTESY OF COLUMBIA RECORDS

Rosalía-ს Berghain-ის შთაგონებით ინტერნეტში მიმები გავრცელდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი