Rustavelli – რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს ახალი ალბომი

არტისტის ჟანრობრივი მიმართულება ძირითადად underground trap-ია.
Gigilow – Rustavelli
ალბომის ყდის დიზაინი: trappedrobii

გიგი ჯანგულაშვილმა, სასცენო სახელით Gigilow, ახალი ალბომი Rustavelli წარადგინა. ის 8 ტრეკისაგან შედგება და უკვე ხელმისაწვდომია მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმებზე.

Gigilow რეპერია რუსთავიდან, რომლის ჟანრობრივი მიმართულება ძირითადად underground trap-ს მოიცავს.

„პირველი შეხება მუსიკასთან ჩემსავე უბანში, 15-16 წლის ასაკში მქონდა, როდესაც მთელი დღეები ვუსმენდით Wu-Tang Clan-ის მუსიკას. მათი შთაგონებით, სამმა მეგობარმა – მე, DMC-მ და Hamoon-მა – გადავწყვიტეთ, ჰიპ-ჰოპ iგაერთიანება ჩამოგვეყალიბებინა, სახელწოდებით RU13. ჩემთვის მუსიკა ყოველთვის ბევრს ნიშნავდა – ეს იყო თერაპია, თვითგამოხატვის და გადარჩენის გზა. მე მქონდა ოცნება, რომელიც აუხდენელი დარჩა, ჰიპ-ჰოპმა კი მომცა შანსი, ჩემი ისტორია ისევ მნიშვნელოვნად მექცია. მუსიკის კეთება დავიწყე ჩემს თანაქალაქელ პროდიუსერ Denivarlevy-სთან ერთად. ერთმანეთს ჩვენმა საერთო მეგობარმა დაგვაკავშირა და მეორე დღესვე დავიწყეთ პირველი დემო ტრეკების გაკეთება,” – ამბობს Gigilow ჟურნალ Billboard Georgia-სთან საუბრისას.

Gigilow
ფოტო: data.lens

არტისტის ნამუშევრები შინაარსობრივად რეალურ, ყოველდღიურ ცხოვრებას ეხმიანება – ავტორის გამოცდილებებს, გამოწვევებს და ადამიანებს, რომლებმაც გავლენა მოახდინეს მასზე.

„ვწერ ტკივილზე, ბრძოლაზე, დამარცხებაზე, მაგრამ ასევე იმედზე, გადარჩენასა და გამარჯვებაზე. თითოეული ტრეკი ჩემი ამბის, შეცდომებისა და გაკვეთილების სარკეა. ჩემი მიზანია, რომ მსმენელს ვაჩვენო – მიუხედავად სირთულისა, ყოველთვის არსებობს გზა ტრიუმფისკენ.”

რაც შეეხება ახალ ალბომს – Rustavelli, არტისტის თქმით, ის ერთგვარი სულიერი და შემოქმედებითი მოგზაურობაა. ჩანაწერი მუსიკალურად სხვადასხვა სტილის ტრეკებს აერთიანებს, რაც მრავალფეროვან ნამუშევარს ქმნის. როგორც Gigilow ინტერვიუში ამბობს, Rustavelli-თ მას სურს, „მსმენელს მოუყვეს ნამდვილი, სიღრმისეული ისტორია და აჩვენოს, რომ ყოველი სირთულე შეიძლება გახდეს ახალი წარმატების წინაპირობა ან შემოქმედებითი ენერგიის წყარო”. 

Gigilow
ფოტო: data.lens

ალბომის სახელწოდებას არტისტის შემოქმედებით პერსონასთან მჭიდრო კავშირი აქვს – მუსიკოსი ცხოვრობს რუსთავში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე და როგორც თავად ამბობს, სწორედ აქ დაიბადა მისი შემოქმედება. „ამასთან ერთად, ჩემი დიდი ინსპირაციის წყაროა შოთა რუსთაველი, ამიტომაც დავარქვი ალბომს Rustavelli,” – აღნიშნავს არტისტი.

ალბომი TMH Records-შია ჩაწერილი. პროდიუსინგზე იმუშავეს არტისტებმა: Denivarlevy, Icynightmare, H3rrocidebeats და Spiderdigitalll, ხოლო მიქსინგსა და მასტერინგზე – Mvykl-მა. ალბომში შესულია ერთადერთი კოლაბორაციული ტრეკი, სახელწოდებით Esketit, რომელიც რეპერ ლუკა ზარქუასთან, იგივე KOA-სთან ერთად ჩაიწერა.

Gigilow ამჟამად ალბომის ცოცხალი შესრულებისთვის ემზადება, ახლო მომავალში კი რამდენიმე ახალი სინგლის გამოცემას გეგმავს.

მოუსმინეთ ალბომს – Rustavelli:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაკლ ჯექსონის Thriller 1984 წლის შემდეგ პირველად Billboard Hot 100-ის ტოპ ათეულში მოხვდა

შემდეგი სტატია

რას გვეუბნება წლევანდელი გრემის ნომინაციები ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის საქმიანობაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი

Lizzo-მ ახალი ალბომი, სახელწოდებით BITCH დააანონსა

არტისტის განმარტებით, მისი მიზანია, ალბომის სახელწოდებად გამოყენებული ტერმინი თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის სიმბოლოდ აქციოს.
მეტი
ალიშია კისი 2025 წლი Met Gala-ზე, ნიუ-იორკი. Gilbert Flores/Variety

ალიშა კისის თქმით, მუსიკალური ინდუსტრია კვლავ „ძველი ბიჭების ქსელია“, სადაც ქალებისთვის კარი დახურულია

„იმის ნაცვლად, რომ ამაზე უბრალოდ გავბრაზებულიყავი, მივხვდი, დადგა დრო, შესაძლებლობები თავადვე შეგვექმნა“ - ამბობს მომღერალი.
მეტი