არიანა გრანდე Saturday Night Live-ის წამყვანის ამპლუაში მესამედ წარდგება, მასთან ერთად მუსიკალური სტუმარი კი Cher იქნება

სამომავლო ეპიზოდებში მონაწილეობას Lily Allen და Dijon-იც აპირებენ.
არიანა გრანდე 2025 წლის 16 ნოემბერი, ჰოლივუდი, ფრეიზერ ჰარისონი/WireImage
არიანა გრანდე 2025 წლის 16 ნოემბერი, ჰოლივუდი, ფრეიზერ ჰარისონი/WireImage

არიანა გრანდე Saturday Night Live-ში ბრუნდება. 17 ნოემბერს გადაცემამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომღერალი 30 Rock-ის სტუდიაში უკვე მესამედ წარდგება.

არიანა გრანდე SNL-ის ეთერში ბოლოს ერთი წლის წინ იმყოფებოდა, ახალი ეპიზოდი კი ეთერში 20 დეკემბერს გავა. განსხვავება ის არის, რომ ამჯერად არიანა არა სტუმრის, არამედ წამყვანის როლშია, მისი მუსიკალური სტუმარი კი Sher გახლავთ.

არიანა გრანდეს დაბრუნებამდე SNL-ის მომდევნო ორი კვირაც საკმაოდ საინტერესო იქნება. 6 დეკემბრის ეპიზოდში გადაცემას მელისა მაკკარტი წაიყვანს, მუსიკალური სტუმრის სტატუსით კი Dijon წარდგება. შემდეგი კვირის ეპიზოდს ჯოშ ო’კონორი უხელმძღვანელებს, სტუმარი კი Lily Allen იქნება, რომლის ალბომიც West End Girl ახლახან გამოვიდა. ბრიტანელი პოპვარსკვლავი ბოლოს გადაცემაში 2007 წელს გამოჩნდა. 

ბოლო დროს გამჟღავნებული წამყვანები და შემსრულებლები იმ შთამბეჭდავ სტუმართა სიას აგრძელებენ, რომლებიც გასულ ეპიზოდებში მონაწილეობდნენ. ცოტა ხნის წინ ოლივია დინი გლენ პაუელის ეპიზოდს სტუმრობდა, მანამდე კი Sombr-ის მუსიკალური დებიუტი შედგა. ნიკი გლეიზერის წინა  ეპიზოდში კი საბრინა კარპენტერიც წამყვანის და მუსიკალური სტუმრის სტატუსით წარდგა. 

არიანა გრანდეს SNL-ზე მესამედ გამოჩენა გასული წლის Wicked-ის პრემიერის პრომო კამპანიის ერთგვარი გაგრძელებაა. აღსანიშნავია, რომ Wicked: For Good-ის მსოფლიო პრემიერა 21 ნოემბერს შედგა, არიანა SNL-ში ფილმის პრემიერიდან თითქმის ერთი თვის თავზე წარდგება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„დისნეი” „მოანას” კინოეკრანიზაციის ტრეილერს და მთავარი როლის შემსრულებლის პირველ კადრებს აქვეყნებს 

შემდეგი სტატია

კინგ კომბსი დედისთვის მიძღვნილ ვიდეოკლიპს აზიარებს, რომლის პროდიუსერიც კანიე უესტია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი