„დისნეი” „მოანას” კინოეკრანიზაციის ტრეილერს და მთავარი როლის შემსრულებლის პირველ კადრებს აქვეყნებს 

ფილმი ორიგინალი ანიმაციიდან 10 წლის შემდეგ გამოვა.
კეთრინ ლაგაია მოანას როლში
© 2025 Disney Enterprises, Inc. All Rights Reserved. DISNEY

„დისნეიმ”, როგორც იქნა, „მოანას” კინოეკრანიზაციის ოფიციალური ტრეილერი გამოაქვეყნა და ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ფანებს შეახედა, თუ როგორ გაცოცხლდნენ ანიმაციური გმირები ფილმში. 

I Am Moana-ს სიმღერის ფონზე ერთწუთიან ტრეილერში ვხედავთ წყნარი ოკეანის კუნძულების ხედებსა და მთავარი გმირის დეტალებს. მხოლოდ ვიდეოს ბოლოს ჩნდება სრული კადრით კეთრინ ლაგაია – 18 წლის მსახიობი, რომელიც თავად მოანას განასახირეებს. 

დუეინ ჯონსონი, რომელიც, როგორც ანიმაციაში, ამჯერადაც ნახევარღმერთ მაუის როლს ასრულებს, ტრეილერში მხოლოდ წამიერად ჩნდება, ისიც ზურგით, როცა კლდიდან წყალში ეშვება.

„მოანას” ფილმის პრემიერა კინოთეატრებში2026 წლის 10 ივლისს იგეგმება – ორიგინალი ანიმაციის გამოსვლიდან სრული 10 წლის შემდეგ. ანიმაცია, ისევე, როგორც მისი მუსიკა, გამოსვლისთანავე სენსაციად იქცა. საუნდტრეკმა 62 კვირა გაატარა „ბილბორდის” საუნდტრეკების ჩარტის ლიდერ პოზიციაზე და მე-2 ადგილზე გავიდა Billboard 200-ში.

რვა წლის შემდეგ დისნეიმ „მოანა 2” გამოუშვა, რომლის საუნდტრეკიც ასევე „ბილბორდის” რამდენიმე ჩარტის ტოპ ათეულში მოხვდა. ანიმაციის ორივე ნაწილში მოანას პერსონაჟს აული კრავალო ახმოვანებს. მართალია, ფილმში მას ეს როლი აღარ ერგო, თუმცა კრავალო გადამღები ჯგუფის წევრად რჩება და პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერის პოზიციას იკავებს.

„როცა 14 წლის ასაკში მოანა გავახმოვანე, ამან საოცრად შეცვალა ჩემი ცხოვრება და სათავე დაუდო ჩემს კარიერას,” – ამბობდა კრავალო ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში 2023 წელს, მას შემდეგ, რაც კინოეკრანიზაციის გადაღება დაანონსდა. „ახლა კი პატივი მაქვს, ეს მისია წყნარი ოკეანის კუნძულის სხვა ახალგაზრდა გოგონას გადავაბარო, რათა მან პატივი მიაგოს ჩვენს საოცარ ხალხს, კულტურებსა და თემებს, რომლებიც ამ ამბავს შთააგონებენ.”

ნახეთ „მოანას” ფილმის ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

T(ბ)BILISMA – ზურა ჯიშკარიანის (DillaNext) ახალი მუსიკალური ნამუშევარი  

შემდეგი სტატია

არიანა გრანდე 2025 წლის 16 ნოემბერი, ჰოლივუდი, ფრეიზერ ჰარისონი/WireImage

არიანა გრანდე Saturday Night Live-ის წამყვანის ამპლუაში მესამედ წარდგება, მასთან ერთად მუსიკალური სტუმარი კი Cher იქნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი