„ბილბორდ იტალიის” Women in Music 2025-ის სრული პროგრამა

ღონისძიება განახლებული ფორმატით ბრუნდება, რომელიც მოიცავს სამდღიან დისკუსიებს, პანელებს, ვორკშოპებსა და ცოცხალ მუსიკას.
ჯორჯია
SONY MUSIC ITALY

უკვე ყველაფერი მზადაა „ბილბორდ იტალიის” 2025 წლის Women in Music ცერემონიისთვის. 2024 წლის დებიუტის შემდეგ ღონისძიება, რომელიც პატივს მიაგებს იტალიური მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე გავლენიან ქალებს, სრულიად განახლებული ფორმატით ბრუნდება. დაჯილდოების მეორე გამოშვება მილანის ახალ კულტურულ ცენტრ UFO-ში გაიმართება, რომელიც ამავე დროს „ბილბორდ იტალიის” სათავო ოფისიცაა. 

Women in Music 2025 მოიცავს სამდღიან პროგრამას, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებას აერთიანებს 25 (ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე), 26 და 28 ნოემბერს.

ამ სეზონის წლის ქალად ჯორჯია დასახელდა. გასული კვირების განმავლობაში გამოქვეყნდა სხვა ჯილდოების მფლობელების ვინაობაც. 12 ნოემბერს Global Icon Award ლაურა პაუზინის გადაეცა. არტისტმა ჯილდო ვატიკანში, პაპ ლეო XIV-ის თანდასწრებით მიიღო.

გთავაზობთ გამარჯვებულთა სრულ სიას:

  • ჯორჯია: წლის ქალი
  • ლაურა პაუზინი: Global Icon
  • სერენა ბრანკალი: Powerhouse
  • დებორა დე ლუკა: წლის დიჯეი
  • ჯოან ტიელი: წლის კომპოზიტორი
  • ემა ნოლდი: წლის შემსრულებელი
  • Ele A: სენსაცია
  • სარა ტოსკანო: ამომავალი ვარსკვლავი
  • პაოლა ცუკარი: წლის მენეჯერი

წლევანდელი ღონისძიების თემაა „გადაკვეთები: – კონცეფცია, რომელიც აღმოაჩენს მუსიკის ძალას, შექმნას გადაკვეთები და წარმოშვას ახალი პერსპექტივები, როცა ის სხვა სფეროებს ხვდება, დაწყებული სპორტით, დასრულებული სოციალური მედიით. ჯილდოს მფლობელები მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებში თანამედროვე კულტურის სხვა სფეროების წამყვან ფიგურებთან ერთად. საჯარო დისკუსიები კი გახდება Women in Music ციფრული სერიების ეპიზოდები, რომლებიც მომავალ კვირებში „იუთუბსა” და სოციალური მედიის პლატფორმებზე აიტვირთება.

გთავაზობთ დისკუსიების სიას:

  • ჯორჯია სპეციალურ სტუმართან ერთად
  • სერენა ბრანკალი შეხვდება მსახიობ ჯულია ვეკიოს
  • დებორა დე ლუკა შეხვდება ჟურნალისტ ჯულია ინოსენცის 
  • ჯოან ტიელი შეხვდება კინორეჟისორ კაროლინა კავალის 
  • ემა ნოლდი შეხვდება სპორტსმენ ერიკა სარაჩენის 
  • Ele A  შეხვდება კონტენტკრეატორ ემა გალეოტის
  • სარა ტოსკანო შეხვდება კონტენტკრეატორ ელისა მაინოს
  • პაოლა ცუკარი შეხვდება ჯორჯია ლინარდის, Sea-Watch-ის წარმომადგენელს

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. სამი დღის განმავლობაში იტალიის Women in Music ასევე უმასპინძლებს ვორკშოპებს, პანელებს, ჩვენებებსა და დიჯეი სეტებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მუსიკალურმა მენეჯერმა კლაივ დევისმა და კომპოზიტორმა მარკ რონსონმა სტუდენტებს არეტა ფრანკლინზე, ჯონ ლენონზე და ემი უაინჰაუსზე ისტორიები გაუზიარეს

შემდეგი სტატია

Michael Buble Evaan Kheraj

მაიკლ ბუბლეის ალბომი Christmas Billboard-ის სადღესასწაულო ალბომების ჩარტში პირველ პოზიციაზე ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი