ბრიტნი სპირსი: სოციალური ქსელებისგან პაუზას ვიღებ

ფოტო: Ethan Miller/GI

ორსულობის გამხელის შემდეგ ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ სოციალური ქსელებისგან დროებით დასვენებას აპირებს.

ბრიტნი სპირსი მესამე შვილს ელოდება

“სოციალური მედიისგან ცოტა ხნით დავისვენებ. გიგზავნით სიყვარულს, ღმერთმა დაგლოცოთ”, – დაწერა მუსიკოსმა ინსტაგრამზე.

ბრიტნი მესამე შვილს თავისი შეყვარებულისგან, სემ ასგარისგან ელოდება. ამის შესახებ მან 11 აპრილს განაცხადა.

“გარეთ გასვლას არ ვაპირებ, რადგან პაპარაცები ფულის გამო რას არ იზამენ. რთულია, რადგანაც, ორსულობის პერიოდში პერინატალური დეპრესია მქონდა. აბსოლუტური საშინელება იყო. ქალები მაშინ ამაზე ღიად საუბარს ერიდებოდნენ, რადგანაც ზოგი ფიქრობდა, რომ საშიშია, თუ ორსული ამაზე დაიჩივლებდა. დღეს მსგავს თემებზე უკვე თავისუფლად ლაპარაკობენ. მადლობა ღმერთს, რომ განცდილი ტკივილის ჩვენში ჩაკვლა აღარ გვიწევს. ამჟამად, ყოველდღიურად იოგით ვარ დაკავებული. გავცემ ბევრ სიხარულსა და სიყვარულს”, – აღნიშნა 40 წლის მომღერალმა.

სპირსს ყოფილი ქმრისგან, კევინ ფედერლაინისგან ორი ვაჟი, 16 წლის შონი და 15 წლის ჯეიდენი ჰყავს. მუსიკოსი ამჟამინდელ პარტნიორ სემ ასგარის 2016 წლიდან ხვდება, ისინი გასულ წელს დაინიშნენ.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსმა პირველი ორი კომერციულად წარმატებული ალბომით ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. შემსრულებლის ცხრა სტუდიური ჩანაწერიდან ექვსი Billboard 200-ის სათავეშია მოხვედრილი. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ჯიმინი და ჯონგუქი პროექტში The BTS Recipe კიმბაპს ამზადებენ

შემდეგი სტატია

ნახეთ: კელი კლარსკონმა სტივი ნიქსის Edge of Seventeen შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

გაიცანით Lisa-ს სამყარო

Blackpink-ის სხვა წევრების მსგავსად, Lisa-ს თავისი სუპერძალა აქვს და ახლა მას არა მხოლოდ სოლო კარიერის, არამედ წარმატების ახალი მოდელის შესაქმნელად იყენებს.
მეტი

All I Want for Christmas-ის საავტორო უფლებების საქმეს მოსამართლე, სავარაუდოდ, მერაია კერის სასარგებლოდ გადაწყვეტს

სარჩელში მისისიპელი არტისტი ვინს ვენსი ამტკიცებს, რომ კერის მთავარი საშობაო სიმღერა მისი 1989 წლის იმავე სახელწოდების კომპოზიციის საავტორო უფლებებს არღვევს.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 10 – ადელი

ადელი 2010-იანი წლების ყველაზე დიდი კომერციული ძალა იყო, რომელმაც დაამსხვრია ის მოლოდინები, რაც იმ ეპოქის პოპვარსკვლავებისგან გვქონდა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 15 – მაილი საირუსი

მისი დებიუტი სატელევიზიო შოუს მთავარი პერსონაჟის, ჰანა მონტანას როლში შედგა. შემდეგ კი მსოფლიოს საკულტო პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი