ნინი ნუცუბიძემ ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

კომპოზიციის და ტექსტის ავტორები ნინი ნიცუბიძე და საბა ზაკალაშვილი არიან.
ნინი ნუცუბიძე –„ვღელავ”
Break Records

ნინი ნუცუბიძემ ახალი მუსიკალური ვიდეო გაავრცელა, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე, სახელწოდებით –„ვღელავ”. მუსიკალური ვიდეოს პრემიერა 25 ნოემბერს შედგა. კომპოზიციის და ტექსტის ავტორები ნინი ნიცუბიძე და საბა ზაკალაშვილი არიან. ნამუშევარში ბასის პარტიას ხატია ქორიძე ასრულებს, მიქსინგსა და მასტერინგზე პაპუნა ალიბეგაშვილმა იმუშავა, ხოლო ხმის დიზაინი  ნიკალა ზუბიაშვილს ეკუთვნის. „ვღელავ” ლეიბლ Break Records-ზე გამოიცა. რაც შეეხება ვიზუალურ ნამუშევარს, კლიპის რეჟისორი ლაშა ჩაგელიშვილია. 

ნინი ნუცუბიძე  მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერია, რომლის შემოქმედება რამდენიმე სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს, მათ შორის: Soul-ს, R&B-ს, Hip-Hop-ს, Experimental-სა და Glitch-ს.  

2024 წელს ნინი ნუცუბიძე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური დაჯილდოების, Billboard Women in Music-ის Global Force-ის ნომინანტთა სიაში მოხვდა. 

2025 წლის ოქტომბერში კი არტისტს მუსიკოსი ქალი პროდიუსერის ჯილდო (Female Producer Prize) გადაეცა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დავით გულარაშვილი - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

სიჩუმის ხმა მუსიკაში

შემდეგი სტატია

ელტონ ჯონი პოლიტიკოსებს აივ/შიდსის კვლევების არასათანადო მხარდაჭერისთვის აკრიტიკებს  

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი