Bedford Falls ახალ ალბომს აანონსებს

Lazy Bones – ასე ჰქვია ნამუშევარს, რომელიც ბენდის ახალ სიმღერებს გააერთიანებს.
Bedford Falls
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

ქართული ბენდი Bedford Falls თიზერს აქვეყნებს, რომლითაც ახალ ალბომს აანონსებს. Lazy Bones – ასე ჰქვია ნამუშევარს, რომელიც ბენდის ახალ სიმღერებს გააერთიანებს. Bedford Falls ალბომიდან სინგლებს მსმენელს პერიოდულად გაუზიარებს. ალბომს ლეიბლი Stockton Records გამოსცემს.  

Bedford Falls თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როკ-ბენდია. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: დათო ჯიქია, მიხო კალანდარიშვილი, გიორგი მიგრიაული და სანდრო დიასამიძე. ბენდის მუსიკალური ჟღერადობა მრავალფეროვანია და აერთიანებს როგორც ინდი-როკის, ასევე დრიმ-პოპის ელემენტებს. 2023–2024 წლებში Bedford Falls-მა ევროპაში ტურნე გამართა და Montreux Jazz Festival-ზეც მიიღო მონაწილეობა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ქრისტინა აგილერამ სადღესასწაულო მუსიკალური შოუ დააანონსა

შემდეგი სტატია

ბენი ბლანკოს დედის სახლი გაძარცვეს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

პიტერ ბერგი რიანას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის გამოსვლის იმედს არ კარგავს

2023 წელს რეჟისორმა განაცხადა, რომ პროექტზე ექვს-ნახევარი წლის განმავლობაში მუშაობდა.
მეტი

იქნება თუ არა All I Want for Christmas Is You წელსაც პირველი საშობაო სიმღერა, რომელიც ჩარტის პირველ ადგილს დაიკავებს?

ჯერ უცნობია, მოიპოვებს თუ არა კვლავ პირველობას ქერის კლასიკად აღიარებული ჰიტი Hot 100-ის ჩარტში და შეძლებს თუ არა Wham! პირველად გავიდეს №1 პოზიციაზე. Billboard-ის სარედაქციო გუნდი ამ და სხვა კითხვებს პასუხობს.
მეტი

ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ „შიმშილის თამაშები“ საუნდტრეკების ჩარტის პირველ ადგილს უბრუნდება

The Hunger Games: Sunrise on the Reaping (The Album), რომელშიც ნოა კაჰანის, ელა ლენგლისა და სხვა შემსრულებლების მუსიკაა წარმოდგენილი, გამოსვლისთანავე ჩარტის სათავეში მოექცა.
მეტი
ქეთათო ნერგაძე -„მიპოვნე" ფოტო: ზუკა სიმონიშვილი

ქეთათო ნერგაძის ახალი სიმღერა „მიპოვნე“  –  მარტოობის, საყრდენის ძიებისა და პოვნის ამბავზე

„ადამიანი ყველაზე მარტოსულად მაშინ გრძნობს თავს, როცა უნდა, რომ ვიღაცამ იპოვოს“...
მეტი
DillaNext x PINO - IRAO DANCE (prod. eth3rnet) (Lyric Visualizer)

DillaNext-ის და PINO-ს ახალი მუსიკალური ტრეკი IRAO DANCE

კომპოზიციის მთავარი მესიჯი კონფუცის ცნობილ გამონათქვამს ეფუძნება: Never give a sword to a man who can't dance (არასოდეს მისცე ხმალი ადამიანს, რომელსაც ცეკვა არ შეუძლია).
მეტი

შაკირამ და ფიფას გლობალურმა სამოქალაქო საგანმანათლებლო ფონდმა ის ორგანიზაციები დაასახელეს, რომლებიც ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ გრანტებს მიიღებენ

ხუთი ორგანიზაცია ჯამში 450 000 აშშ დოლარის დაფინანსებას მიიღებს, რათა აღადგინოს დაზიანებული ინფრასტრუქტურა და 13 000-ზე მეტი ბავშვისთვის ხარისხიანი განათლება უზრუნველყოს.
მეტი
Kodak Black ფოტო: Rockstar Games

რეპერ Kodak Black-ს ვიდეოთამაშ GTA 6-ში საიდუმლო რადიოსადგური აქვს – ნახეთ, როგორ შეგიძლიათ მისი განბლოკვა 

გეიმერებმა ასევე აღმოაჩინეს კიდევ ერთი საიდუმლო სადგური, რომელსაც გამოგონილი DJ Pretzel უძღვება.
მეტი