ბრაიან ინო და სხვა ვარსკვლავები პალესტინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო საშობაო სინგლს გამოსცემენ

სიმღერა ტრადიციული პალესტინური იავნანის, Yamma Mweel El Hawa-ს განახლებული ვერსიაა.
ბრაიან ინო
MARK KERRISON/IN PICTURES VIA GETTY IMAGES

Together For Palestine-ის გუნდმა, რომელმაც პალესტინის მხარდასაჭერად სექტემბერში 2 მილიონი ფუნტი შეაგროვა, ამჯერად ახალი საქველმოქმედო საშობაო სინგლის გამოცემა დააანონსა. 

ბრაიან ინო, სელესტე, ნენე ჩერი, მეიბლი და დენ სმითი იმ მუსიკოსებს შორის არიან, ვინც მონაწილეობს სიმღერაში, რომელიც 12 დეკემბერს გამოვა – დღეს, როცა დიდი ბრიტანეთის საშობაო No.1 სიმღერის რბოლა ოფიციალურად აიღებს სტარტს.

სინგლში ბრიტანელი და პალესტინელი მუსიკოსები გაერთიანდებიან და მსმენელს ტრადიციული პალესტინური იავნანის, Yamma Mweel El Hawa-ს განახლებულ ვერსიას წარუდგენენ. შემოსული თანხა Together For Palestine-ის ფონდში გადაირიცხება და სრულად მოხმარდება ომში დაზარალებულ მოსახლეობას.

პალესტინელმა მუსიკოსმა ნაი ბარგუტიმ განცხადებაში აღნიშნა: „ეს იავნანა, ჩვენი პალესტინური მუსიკალური მემკვიდრეობიდან, ადრეული ბავშვობიდან სულ ჩემთან იყო. დღეს კი ის ძალიან საჭირო დროს ბრუნდება, როგორც შეხსენება იმისა, რასაც პალესტინელები არასდროს დაკარგავენ: იმედი, წინააღმდეგობა, სილამაზე და ღირსება.”

ბრაიან ინომ დაამატა: „გვინდა, რომ წარმოუდგენელი დანაკარგის, მწუხარებისა და უსამართლობის წელი დავასრულოთ სიყვარულის აქტით პალესტინელი ბავშვების მიმართ. სიმღერა ასახავს მათ სილამაზეს, მათ სურვილებსა და იმედს. თუ დავირაზმებით და ყველა ჩამოვტვირთავთ მას, რეალური შანსი გვაქვს, საშობაო ლიდერი სიმღერა გავხდეთ, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება ღაზას ოჯახებისთვის.”

მეიბელმა კი განაგრძო: „ამ სიმღერას ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბევრი მიზეზის გამო, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დედასთან და დასთან ერთად ვიმღერე (ნენე ჩერი და ტაისონი). ხოლო ის ფაქტი, რომ ეს იქნება ტრადიციული იავნანა მიძღვნილი ღაზას დედებისა და ბავშვებისადმი, ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. იმედი მაქვს, ჩვენს ხმებში იგრძნობთ ძალას.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Araushavs - Oh Margarita

Oh Margarita – სიმღერა, რომელიც წარსულის ნოსტალგიურ და თანამედროვე ჟღერადობებს აერთიანებს

შემდეგი სტატია

ოლივია დინი, 2025 წლის CFDA მოდის დაჯილდოებაზე, 3 ნოემბერი, ნიუ იორკი. ფოტო: სტეფანი აუჯელო

Ticketmaster-მა ოლივია დინის ტურნეს ბილეთების ფასები შეამცირა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Prince - Super Bowl-ის ღონისძიებაზე. 2007 წლის 4 თებერვალი. ფლორიდა. ფოტო: ჯონათან დანიელი

Prince-ის ქონების მმართველმა ფონდმა მომღერლის გარდაცვალების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ალბომი – TIMELESS გამოსცა

იშვიათი და მანამდე გამოუქვეყნებელი სიმღერების კოლექცია 1977-დან 2016 წლამდე პერიოდშია ჩაწერილი.
მეტი

ტეილორ სვიფტმა 50 000 დოლარი გადაურიცხა ქალს, რომელიც უცნობი მოზარდების გადარჩენის მცდელობისას დაშავდა

სვიფტის 50 000-დოლარიანი შემოწირულობა ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური დონაციაა კამპანიაში.
მეტი

Snoop Dogg თავისი ნაყინის კომპანიისთვის გემოს შემფასებელს ეძებს და კანდიდატს თვეში 10 000 დოლარს სთავაზობს

განაცხადის შეტანა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მეტი

Quemmekh მუსიკალური შოუს საიდუმლო სტუმარს აანონსებს და კამპანიის ფარგლებში ახალ ვიდეოს აქვეყნებს

Quemmekh მუსიკალური შოუს საიდუმლო სტუმარს აანონსებს და კამპანიის ფარგლებში ახალ ვიდეოს აქვეყნებს
მეტი