ონისეს კონცერტი „არტერიაში”

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 2000-იანების ალტერნატიული სცენის გამორჩეული მუსიკოსი სცენაზე ბრუნდება.

13 დეკემბერს „არტერია” ონისეს კონცერტს უმასპინძლებს. ღონისძიებაზე მუსიკოსი ბენდთან ერთად სრულიად განახლებული ფორმატით წარდგება.

ონისე 2000-იანი წლების თბილისის ალტერნატიული სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორ-შემსრულებელია. მისმა სიმღერებმა „ვარდო“, „კაიფში გავიპარე“, „კომპოტი“, „მიმინო“, „ბეტონი“ მყარად დაიმკვიდრეს ადგილი ქალაქის ურბანულ კულტურაში. ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ კი მუსიკოსი ახალი პროექტით ბრუნდება, სახელწოდებით „ონისე & ბენდი“.

„ონისე & ბენდი“ ახალი პროექტია, რომელიც მსმენელს ნაცნობი კომპოზიციების სრულიად ახალ, უფრო ღრმა და ექსპრესიულ ჟღერადობას სთავაზობს. ეს არის მუსიკალური დაბრუნება, რომელიც აერთიანებს ალტ-პოპს, dark cabaret-სა და neo-gypsy მიმდინარეობებს.

ბენდის წევრები არიან: ონისე (ვოკალი, აკუსტიკური გიტარა), ეკა ვარდიაშვილი (კლავიში), ავთანდილ ირემაშვილი (ელექტრო გიტარა), ლევან „მაჩვი“ მიქაბერიძე (ბასი), სანდრო ფოცხიშვილი (დრამი).

ბილეთები შეიძინეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

21 Savage ახალ ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

BIAFF 2025 იწყება – ნახეთ ფესტივალის პროგრამა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი