რიგით მეცხრე სტუდიური ალბომის I NEVER LIKED YOU გამოშვებამდე, რეპერი Future ჰიპ ჰოპ არტისტ ქანიე ვესთთან თანამშრომლობით შექმნილი კომპოზიციის 39-წამიან ნაწყვეტს ავრცელებს. სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში პარასკევს, 29 აპრილს ჩაეშვება.
• ნახეთ: რეპერი Future ახალი ალბომის გარეკანს აქვეყნებს
🔥🔥🔥4.29 @1future @kanyewest pic.twitter.com/GfyF2BbIWv
— Epic Records (@Epic_Records) April 26, 2022
ონლაინ გამოცემა Complex-ის ინფორმაციით, Future-ს პროდიუსირებით შექმნილი კომპოზიცია თავდაპირველად ქანიე ვესთის ალბომში Donda 2 სახელწოდებით Keep It Burning შევიდა, თუმცა, სტუდიური ჩანაწერის გავრცელებიდან მალევე ვესთმა კომპოზიცია ნამუშევრიდან ამოიღო. I NEVER LIKED YOU-ს ტრეკლისტი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. ცნობილია, რომ მასში ჰიპ ჰოპ არტისტები: განა და დრეიქი მონაწილეობენ.
ატლანტელმა ნეივადიუს უილბერნმა, ფსევდონიმით Future, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ის თრეფ მუსიკაში ვოკალური ეფექტებისა და მელოდიების გამოყენების პიონერად მიიჩნევა. გრემის მფლობელ შემსრულებელს დღემდე რვა სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, მათ შორის ექვსი Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოხვდა. მას აგრეთვე არაერთი წარმატებული კოლაბორაციული ჩანაწერი აქვს გამოცემული. მუსიკოსი თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წარმომადგენელია.