კამილა კაბეიო Victoria’s Secret-ის სუნამოს სახე გახდა

ფოტო: Joe Maher/GI for Bauer Media

ქალის თეთრეულის მწარმოებელი ცნობილი ბრენდის Victoria’s Secret სუნამოს Bombshell ახალი სახე კუბელ-ამერიკელი მომღერალი, კამილა კაბეიო გახდა. ის კომპანიის ისტორიაში პირველი ადამიანია, რომელიც პროდუქტს ორ ენაზე უწევს რეკლამირებას.

ნახეთ: კამილა კაბეიო და უილოუ კლიპს Psychofreak ავრცელებენ

“ჩემთვის იყო Bombshell ნიშნავს, იყო ზუსტად ის, ვინც ხარ და ამაყობდე იმით, რასაც წარმოადგენ. მიხარია, რომ შევუერთდი Victoria’s Secret-ს, რათა ერთად გავაღვიძოთ მიმზიდველობა (Bombshell) ყველა ქალში”, – ამბობს კამილა ოპერატორ ზოი გროსის მიერ გადაღებულ ვიდეოში.

კომპანიის კრეატიულმა დირექტორმა, რაულ მარტინეზმა კი აღნიშნა:

“გადასაღებ მოედანზე კამილას რეჟისორი არ დასჭირვებია. ის სიძლიერესა და თავდაჯერებულობას ასხივებდა. სწორედ მისმა პიროვნებამ გამოაცოცხლა ეს კამპანია”.

აღსანიშნავია, რომ მომღერალმა ახლახან მესამე სოლო ალბომი Familia გამოუშვა, რომელიც Billboard 200-ის ჩარტში მეათე ადგილზე გავიდა. ტოპ ათეულში მოხვდა ასევე მისი წინა ორი სტუდიური ნამუშევარი Camila და Romance. კამილა ახალი ჩანაწერის პრომოუშენის ფარგლებში გადაცემას Today ესტუმრა.

“მსურდა, ვყოფილიყავი თავისუფალი. მეგრძნო მხიარულება სტუდიაში. მინდოდა, ვყოფილიყავი მაქსიმალურად გულწრფელი – ამ ყველაფერს ვხედავ ალბომში შესულ სიმღერებში”, – უთხრა მუსიკოსმა გადაცემის წამყვან კარსონ დელის.

კამილამ მუსიკალური კარიერა 2012 წელს ამერიკული “იქს ფაქტორის” მონაწილეებისგან შემდგარ ჯგუფში Fifty Harmony დაიწყო. სადებიუტო, პლატინის სტატუსის მქონე სოლო ალბომი Camila მან 2018 წელს გამოუშვა და Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილიც დაიკავა. შემსრულებლისთვის კომერციულად წარმატებული სინგლები Havana და Senorita გამოდგა, რომლებიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცნენ. პირველმა ბრილიანტის სტატუსიც დაიმსახურა. შედეგად კაბეიო პირველი ესპანურენოვანი ქალი შემსრულებელი გახდა, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მედელინში Maluma-ს ცვილის ფიგურა შექმნეს

შემდეგი სტატია

Future ქანიე ვესთთან ერთად ჩაწერილი ტრეკის ნაწყვეტს ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ „ინსომნიას“ ცოცხალი შესრულების ჩანაწერი წარადგინა

„ეს სიმღერა ჩემს პირად გამოცდილებას ეხება და ემოციურად გახსნილი არის. მისი ჩაწერა და გამოშვება ერთგვარი რისკი და დიდი პასუხისმგებლობა იყო.“
მეტი

ტეილორ სვიფტმა კონცერტის მსვლელობისას, სავარაუდოდ, კანიე უესტთან წარსულში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა

„საუბრის შეწყვეტის საუკეთესო მიზეზი ის შემთხვევაა, როცა ხალხი შენს სახელს სკანდირებს“ - მიმართა სვიფტმა მსმენელს მეხიკოში გამართული კონცერტის სცენიდან.
მეტი

ოლივია როდრიგოს თქმით, მისი ახალი ალბომი როკით არის შთაგონებული

ინტერვიუში როდრიგო ასევე შეეხო თავის სადებიუტო ალბომს Sour და აღნიშნა ნამუშევრის შექმნისას მისი უდიდეს მუსიკალურ ინსპირაცია - ტეილორ სვიფტი იყო.
მეტი

სასამართლოს დადგენილებით, სექსუალური ძალადობის საქმეზე მაიკლ ჯექსონის კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ დავა გაგრძელდება

უეიდ რობსონმა და ჯეიმს სეიფჩაკმა სარჩელი ათი წლის წინ წარადგინეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჯექსონის კომპანიებს (MJJ Productions და MJJ Ventures) ვალდებულება ეკისრებოდათ, მომღერლის ძალადობისგან დაეცვათ.
მეტი

ბრიტნი სპირსი სემ ასგართან განქორწინებას გამოეხმაურა

არ ვაპირებ, ვინმეს რამე ავუხსნა, რადგან გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არავის საქმე არ არის!!!“ - წერს ბრიტნი სპირსი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მეტი