ბრონქსელი ჰიპ ჰოპ არტისტი Pusha T კომპოზიციაზე Call My Bluff გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ომარ ჯონსისა და ონდას მიერ გადაღებულ ვიდეოში რეპერი სტუმრებთან ერთად ვახშამს მართავს, მიირთმევს წითელ ღვინოს, მოგვიანებით კი უყურებს დაქირავებულ მკვლელებს, რომლებიც ცხედრებს მდინარეში ყრიან.
Call My Bluff, რომლის პროდიუსერიც ფარელ უილიამსია, ფუშას ახლახან გამოშვებულ ალბომში It’s Almost Dry შედის. ცნობილია, რომ სტუდიურ ჩანაწერზე აგრეთვე ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქანიე ვესთმა იმუშავა. მასში აგრეთვე მონაწილეობენ: ჯეი ზი, ქიდ ქადი, ლაბირინთი, თავად ფარელი და ქანიე ვესთიც.
“სტუდიური ალბომის პროდაქშენზე ორმა საუკეთესო ადამიანმა იმუშავა, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, ვინ ვარ მე. ისინი ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ნამდვილად შეუდარებელი მუსიკოსები არიან”, – აღნიშნა 44 წლის რეპერმა.