დონალდ ტრამპმა Diddy-ს შეწყალების ხელნაწერ თხოვნაზე უარი უთხრა

პრეზიდენტმა მანამდე აღნიშნა, რომ კომბსის მიერ მისი მისამართით გაჟღერებულმა კრიტიკამ რეპერის შეწყალება კიდევ უფრო გაართულა.
Diddy
MIKE COPPOLA/GETTY IMAGES

როგორც ჩანს, Diddy ჯერ კიდევ არ უნდა ელოდოს შეწყალებას დონალდ ტრამპისგან. ამ კვირას The New York Times-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა გაამხილა, რომ მის გეგმებში ამ ეტაპზე რეპერის შეწყალება არ შედის. კომბსს 50-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი მას შემდეგ, რაც სასამართლომ დამნაშავედ ცნო პროსტიტუციასთან დაკავშირებულ ბრალდებებში.

ტრამპის თქმით, რეპერმა მას ხელნაწერი წერილი გაუგზავნა, სადაც შეწყალებას სთხოვდა, თუმცა პრეზიდენტი თხოვნას კვლავ არ განიხილავს. წერილის დეტალები უცნობია. როცა თეთრი სახლის წარმომადგენლებს მისი ასლის წარდგენა სთხოვეს, მათ ტრამპის კომენტარებზე მიუთითეს: „მან შეწყალება მთხოვა,” – აღნიშნა მან. „წერილით.”

მანამდე, ოქტომბერში, Diddy-ს შეწყალების თემა ტრამპმა ოვალურ კაბინეტშიც ახსენა. „ბევრი ადამიანი მთხოვს შეწყალებას,” – უთხრა მან ჟურნალისტებს. „მე პაფ დედის ვეძახი, მანაც მთხოვა შეწყალება.”

აგვისტოში ტრამპმა განმარტა, რომ რეპერთან ერთ დროს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა სიტუაცია დაიძაბა, როცა კომბსმა ის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს გააკრიტიკა. „მასთან მშვენივრად ვიყავი. კარგად არ ვიცნობდი, თუმცა კარგი ადამიანი ჩანდა. მაგრამ როცა საპრეზიდენტო კამპანია დავიწყე, ის ძალიან მტრული გახდა,” – თქვა ტრამპმა. 

მან ასევე გაამხილა, რომ რეპერის მიერ მის მიმართ გამოთქმულმა კრიტიკამ კომბსის შეწყალება კიდევ უფრო გაართულა. „ჩვენ ადამიანები ვართ. კი, არ მოგვწონს, როცა გარე ფაქტორები ჩვენს გადაწყვეტილებებზე მოქმედებენ, ხომ ასეა? მაგრამ როცა ვიღაცას იცნობდი და მასთან კარგი ურთიერთობა გქონდა, მერე კი საპრეზიდენტო მარათონში ჩაები და მან საშინელი შეცდომები დაუშვა…არ ვიცი, რთულია. გულწრფელი ვარ და ვამბობ, რომ ამის გაკეთება გართულდა.”

კომბსი 2024 წლის სექტემბერში რეკეტისა და სექსტრეფიკინგის ბრალდებებით დააკავეს. მართალია, რეპერი ორივე მძიმე ბრალდებაში გამართლდა, თუმცა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ფედერალური პროსტიტუციის საქმეზე, რისთვისაც 50-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

შობის დღეს რეპერის იურიდიულმა გუნდმა განაჩენის გასაჩივრების პროცესი დაიწყო. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ძველით ახალი წლის ორი გამორჩეული საღამო Tatuza Jazz Club-ში: ბექა გოჩიაშვილი და მსოფლიო დონის მუსიკოსები სცენაზე

შემდეგი სტატია

დევიდ ბოუის ბავშვობის სახლი დამთვალიერებლისთვის გაიხსნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბიონსეს საქველმოქმედო ფონდმა ინდიანას შტატს წყალდიდობის შედეგებთან გასამკლავებლად მსხვილი დონაცია გამოუყო

ფედერალურმა მთავრობამ შტატში შექმნილი ვითარება ახლახან მასშტაბურ კატასტროფად შეაფასა.
მეტი
მაილი საირუსი 2026 წლის 26 მარტს დოლბი თეატრში, iHeartRadio Music-ის დაჯილდოებაზე Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ მუსიკას და, სავარაუდოდ, სასცენო სახელის ცვლილებას აანონსებს

ვარსკვლავმა, როგორც ჩანს, სასცენო სახელიდან Cyrus ამოიღო. შესაძლოა, მაილი საირუსი იმიჯის ცვლილებისთვის ემზადება
მეტი

DillaNext-მა ორი ახალი მუსიკალური ნამუშევარი წარადგინა

DillaNext ზურა ჯიშკარიანის მიმდინარე მუსიკალური პროექტი და ალტერ ეგოა, რომელიც არტისტის შემოქმედებითი ძიებების ახალ ეტაპს ასახავს.
მეტი

თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოტანილია – დუეინ დევისი დამნაშავედ ცნეს

1996 წელს ლას-ვეგასში მომხდარი ტრაგიკული სროლიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა.
მეტი

ტენესის გუბერნატორი ნეშვილის აეროპორტისთვის დოლი პარტონის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის

ამ ინიციატივის შესახებ ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე დღეში გახდა ცნობილი.
მეტი
Prince - Super Bowl-ის ღონისძიებაზე. 2007 წლის 4 თებერვალი. ფლორიდა. ფოტო: ჯონათან დანიელი

Prince-ის ქონების მმართველმა ფონდმა მომღერლის გარდაცვალების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ალბომი – TIMELESS გამოსცა

იშვიათი და მანამდე გამოუქვეყნებელი სიმღერების კოლექცია 1977-დან 2016 წლამდე პერიოდშია ჩაწერილი.
მეტი