A$AP Rocky-მ ალბომ Don’t Be Dumb-ის გამოსვლამდე სინგლი Helicopter$ გამოუშვა 

სინგლი ასევე ESPN-ის კოლეჯის ფეხბურთის პლეი-ოფის ეროვნული ჩემპიონატის ოფიციალური საუნდტრეკი იქნება.
A$AP Rocky's "Helicopter" art COURTESY OF RCA RECORDS
A$AP Rocky’s “Helicopter” art COURTESY OF RCA RECORDS

A$AP Rocky 16 იანვარს ალბომ Don’t Be Dumb-ის გამოსაცემად ემზადება, თუმცა არტისტმა 12 იანვარს გულშემატკივრებისთვის სინგლი Helicopter$  გამოუშვა.

ტრეკის პროდიუსერი Kelvin Krash-ია. სინგლს თან ახლავს ნაწილობრივ ანიმაციური ვიდეოც. Dan Streit-ის რეჟისორობით გადაღებულ ქაოტურ კლიპში Rocky თავის ჯგუფთან ერთად ქალაქში მოპარული ვერტმფრენით დაფრინავს.

ვიდეოში SWAT-ის წევრები Rocky-ს სახლში შეიჭრებიან, ის კი ვერტმფრენით ცდილობს გაქცევას, თუმცა საბოლოოდ ტრაგიკულად იღუპება.

ამერიკულ ფეხბურთში “ვერტმფრენის ილეთი“ იმ მომენტს ასახავს, როცა მცველი ისე ისვრის ჰაერში ბურთს, რომ მისი სხეული მინდვრის პარალელურ პოზიციაში ექცევა და მინიმუმ 180 გრადუსიან ბრუნვას აკეთებს. სავარაუდოდ, ეს არ არის ის , რასაც Rocky თავის ახალ სინგლში გულისხმობს.  ESPN-მა კი Helicopter$ კოლეჯის ფეხბურთის პლეი-ოფის ეროვნული ჩემპიონატის ოფიციალურ საუნდტრეკად შეარჩია.

ESPN-მა ასევე გამოიყენა A$AP Mob-ის ლიდერ ტრეკი Punk Rocky ნახევარფინალში გასასვლელად, ხოლო ინდიანას უნივერსიტეტი 19 იანვარს ჩემპიონატში მაიამის უნივერსიტეტს დაუპირისპირდება, შეხვედრა ფაქტობრივად „სახლში გამართულ“ მატჩად ჩაითვლება Hurricanes-ისთვის, რადგან თამაში მაიამი გარდენსში, Hard Rock Stadium-ზე გაიმართება.

A$AP Rocky-სთვის 2018 წლის ალბომ Testing-იდან Don’t Be Dumb-მდე გზა საკმაოდ ქაოსური აღმოჩნდა, ახალი ალბომი კი უკვე სულ რამდენიმე დღეში გამოვა.

Rocky-მ  მსმენელების მოლოდინი 2026 წლის 5 იანვარს გამოცემული სინგლით მოსინჯა. Punk Rocky – ასე ჰქვია ტრეკს, რომლის მუსიკალურ ვიდეოშიც მსახიობი ვაინონა რაიდერი მონაწილეობს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2026 წლის Mad Cool ფესტივალის შესარჩევ კონკურსში სამი ქართული ბენდი მოხვდა

შემდეგი სტატია

ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე Snoop Dogg-ის გამოსვლას ტელეეთერით ტრანსლაციისას ცენზურა შეეხო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი