ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე Snoop Dogg-ის გამოსვლას ტელეეთერით ტრანსლაციისას ცენზურა შეეხო

„ახლა ისეთი არაფხიზელი ვარ, როგორც არასდროს,“ – თქვა სნუპმა, თუმცა მილიონობით მაყურებელმა ეს ვერ გაიგო, რადგან CBS-მა ცენზურის გამო მონაკვეთი გათიშა.
Snoop Dogg ოქროს გლობუსის 83-ე დაჯილდოების ცერემონიაზე. 2026 წლის 11 იანვარი. ბევერლი ჰილსი, კალიფორნია.
MICHAEL BUCKNER/2026GG/PENSKE MEDIA

Snoop Dogg 83-ე ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას საუკეთესო პოდკასტის ნომინაციის გამომცხადებლის სტატუსით ესწრებოდა. თუმცა, მისი სიტყვის გარკვეული ნაწილი ეთერში ცენზურამ დაბლოკა.

„მინდა, ცოტა მოეშვათ,” – თქვა მან მას შემდეგ, რაც სცენაზე 2004 წლის ჰიტის, Drop It Like It’s Hot-ის  ფონზე წარადგინეს. „ისიამოვნეთ, ნუ იქნებით დაძაბულები, ცოტა გაინძერით! საუკეთესო პოდკასტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კატეგორიაა, რადგან სანამ პოდკასტები იარსებებდა, მე ვიყავი ის, ვისაც მანქანით მგზავრობისას უსმენდით. პოდკასტერებო, იმედი გქონდეთ, რომ მე ამ სფეროთი არ დავკავდები. მადლობა ოქროს გლობუსს ამ ნომინაციის დამატებისთვის. მადლობა ყველა პოდკასტერს, თქვენ ყველანი გამარჯვებულები ხართ, მაგრამ ნამდვილი გამარჯვებული არის…“

სანამ Snoop Dogg გამოაცხადებდა, რომ ჯილდოს ემი პოლერის პოდკასტი (Good Hang) მიიღებდა, რეპერმა, მისთვის დამახასიათებელ სტილში, გულწრფელი აღიარება გააჟღერა: „ახლა ისეთი არაფხიზელი ვარ, როგორც არასდროს,“ – თქვა სნუპმა. Entertainment Weekly-ის ცნობით, ამ მომენტმა დარბაზში მხიარულება გამოიწვია, თუმცა მილიონობით მაყურებელმა ეს ვერ გაიგო, რადგან CBS-მა ცენზურის გამო მონაკვეთი გათიშა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

A$AP Rocky's "Helicopter" art COURTESY OF RCA RECORDS

A$AP Rocky-მ ალბომ Don’t Be Dumb-ის გამოსვლამდე სინგლი Helicopter$ გამოუშვა 

შემდეგი სტატია

„ბოლო გადასხმა” – თამადა ფილმ „ლირიკას” საუნდტრეკს აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი