საქართველოს ევროვიზია 2026-ზე საბავშვო ევროვიზია 2008-ის გამარჯვებული ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

„ბზიკებმა” 2008 წელს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს პირველი გამარჯვება მოუტანეს.
Bzikebi - საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 2022 ფოტო: Corinne Cumming ფოტო აღებულია Bzikebi-ის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან
Bzikebi – საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 2022
ფოტო: Corinne Cumming

ფოტო აღებულია Bzikebi-ის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან

მუსიკალურ ჯგუფ „ბზიკების” წევრები გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი არიან. ისინი 2008 წელს საქართველოს სახელით წარდგნენ საბავშო ევროვიზიაზე და ქვეყანას პირველი გამარჯვება მოუტანეს. 

„ბზიკები“ 2008 წელს საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში, მე-6 ნომრად წარდგნენ. მათ მიერ შესრულებულმა სიმღერამ, სახელწოდებით „ბზზ…“ ჯგუფს პირველი ადგილი მოუტანა. კონკურსში გამარჯვების შემდეგ „ბზიკებმა” ალბომი „ზაბუზეი“ გამოუშვეს.

„ბზიკები” საქართველოს სახელით ევროვიზია 2026-ზე, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში წარდგებიან. – ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„სპოტიფაი” იმ არტისტებისა და კომპოზიტორების სიას აქვეყნებს, რომელთაც 2026 წელს თვალი უნდა მიადევნოთ

შემდეგი სტატია

ნახეთ პოლ მაკარტნი დოკუმენტური ფილმის, Man on the Run-ის ტრეილერში

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი