WITH ALL MY BREATH AND ALL MY BLOOD – გიორგი გიგაშვილი ალბომს აანონსებს

„ეს არის ჩემი პორტრეტი, ჩემი გული – ყველაფერი, რაც ჩემშია, ამ ალბომშია ჩადებული,“ – წერს ქართველი პიანისტი სოციალურ ქსელში.
გიორგი გიგაშვილი – WITH ALL MY BREATH AND ALL MY BLOOD
გიორგი ყოლბაია

WITH ALL MY BREATH AND ALL MY BLOOD – გიორგი გიგაშვილის მომავალი ალბომია, რომელიც 2026 წლის 16 იანვარს გამოიცემა და რომელშიც  სერგეი პროკოფიევის ნაწარმოებებს ასრულებს. ალბომზე მუშაობისას გიგაშვილმა ვიოლინისტ ლიზა ბათიაშვილთან ითანამშრომლა.

„ეს არის ჩემი პორტრეტი, ჩემი გული – ყველაფერი, რაც ჩემშია, ამ ალბომშია ჩადებული,“ – წერს ქართველი პიანისტი სოციალურ ქსელში.

გიორგი გიგაშვილი ქართველი პიანისტია, რომელიც საერთაშორისო მუსიკალურ სცენაზე ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ახალგაზრდა არტისტად მიიჩნევა. 2023 წელს მან არტურ რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში უმაღლესი ჯილდო მოიპოვა – აღიარება, რომელიც კლასიკური მუსიკის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მიღწევად ითვლება. გიგაშვილი რეგულარულად გამოდის მსოფლიოს წამყვან საკონცერტო დარბაზებში და თანამშრომლობს ცნობილ სიმფონიურ ორკესტრებსა და დირიჟორებთან.

2023 წლიდან გიორგი გიგაშვილი BBC-ის ახალი თაობის არტისტების პროგრამის მონაწილეა. აღნიშნულ სტატუსს BBC ყოველწლიურად ანიჭებს კლასიკური მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლებს, რომლებიც საერთაშორისო სცენაზე გამორჩეული ნიჭითა და პოტენციალით გამოირჩევიან.

2024 წლის ბოლოს გიორგი გიგაშვილი Billboard Georgia-ს წარდგენით Billboard-ის პირველი საერთაშორისო გამოცემის ყდის  არტისტი გახდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ზურა ჯიშკარიანი მუსიკალური პროექტის – Subtropic Palimpsest Sessions-ის ფარგლებში ვიდეოს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

A$AP Rocky 2025 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი. DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES

Don’t Be Dumb – მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, A$AP Rocky-მ ახალი ალბომი გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი