მერი ჯეი ბლაიჯის თქმით, მისი და Jay-Z-ის ერთობლივი ნამუშევარი წარსულში მათი ნების საწინააღმდეგოდ გავრცელდა

ბლაიჯი არ გამორიცხავს, რომ წლების შემდეგ ეს კოლაბორაცია მაინც გამოქვეყნდეს.
მერი ჯეი ბლაიჯი და Jay Z
FRANK MICELOTTA/GETTY IMAGES

19 იანვარს პოდკასტის – 7PM in Brooklyn-ის ახალი ეპიზოდი გამოქვეყნდა, რომლის სტუმარიც მერი ჯეი ბლაიჯი იყო. მან იმ კოლაბორაციაზე ისაუბრა, რომელიც Jay Z-სთან ერთად ჩაწერა, თუმცა ოფიციალურად არ გამოუცია. მიზეზი კი ის იყო, რომ ტრეკი არტისტების ნების საწინააღმდეგოდ, პირატულად გავრცელდა.

„რამდენიმე დღის წინ ერთ ჩანაწერს ვუსმენდი. ის Jay Z-სთან ერთად არის ჩაწერილი და თან ნამდვილი მონსტრია! ახალგაზრდობაში ამ ტრეკის ჩაწერისას საოცრად მოტივირებული ვიყავით. არ დავასახელებ, ვინ იყო, მაგრამ ვიღაცამ გაავრცელა.”

თუმცა ბლაიჯი არ გამორიცხავს, რომ წლების შემდეგ, თაროზე შემოდებული კოლაბორაცია მაინც გამოქვეყნდეს. 

მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში მერი ჯეი ბლაიჯმა და Jay Z-იმ ერთად მუშაობა ვერ გააგრძელეს, მოგვიანებით Reasonable Doubt-ის ტრეკის – Can’t Knock the Hustle-ისთვის გაერთიანდნენ, ასევე ითანამშრომლეს ბლაიჯის 2005 წლის ალბომის – The Breakthrough-ის ფარგლებში. 

მერი ჯეი ბლაიჯი და Jay Z 2008 წელს Heart of the City Tour-ზე გაემგზავრნენ. ტურნემ ჩრდილოეთ ამერიკის დიდი სტადიონები და საკონცერტო სივრცეები მოიცვა, სამი კონცერტი გაიმართა ნიუ-იორკის Madison Square Garden-შიც. 

ბლაიჯი ამ წელს ლას ვეგასში გამართავს შოუებს. Mary J. Blige: My Life, My Story – The Las Vegas Residency – ასე ჰქვია პროექტს და ჯამში 10 შოუს მოიცავს. პირველი კონცერტი 1-ელ მაისს გაიმართება. შოუების სერია ივლისამდე გაგრძელდება.

ნახეთ მერი ჯეი ბლაიჯის ინტერვიუ: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Doechii - Billboard-ის Greatest Pop Stars-სთვის

Billboard-ის 2025 წლის საუკეთესო პოპარტისტები: N9 – Doechii

შემდეგი სტატია

დევიდ ბეკჰემი ვაჟის სკანდალური პოსტის შემდეგ სოციალური ქსელების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი