ფარელ უილიამსმა პარიზის მოდის კვირეულზე Pusha T-ის, A$AP Rocky-ს და სხვა არტისტების აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიციები წარადგინა

Louis Vuitton-ის კრეატიულმა დირექტორმა ფარელ უილიამსმა 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის მამაკაცის კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე წარმოადგინა.
ფარელ უილიამსი Louis Vuitton-ის 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის მამაკაცის კოლექცია ჩვენებაზე. 2026 წლის 20 იანვარი. პარიზი, საფრანგეთი.
GIOVANNI GIANNONI/WWD

20 იანვარს ფარელ უილიამსმა Louis Vuitton-ის 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის მამაკაცის კოლექცია წარადგინა და ჩვენების საუნდტრეკში აქამდე გამოუქვეყნებელი ტრეკებიც გამოიყენა. შოუზე პირველად გაჟღერდა A$AP Rocky-ს, Quavo-ს, ჯექსონ ვენგის, Pusha T-ის და ჯონ ლეჯენდის ნამუშევრები.

მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორის ამპლუაში ფარელი თავადვე იყო ჩვენების კურატორიც და გამოყენებული კომპოზიციების პროდიუსერიც. მოდელები ბალახით დაფარულ ეზოში მოწყობილ პოდიუმზე გამოდიოდნენ. შოუ გაიხსნა ჯონ ლეჯენდის და ფარელის კოლაბორაციით – Pray for Ya, შემდეგ კი ჩინელი რეპერის – ჯექსონ ვენგის ფუტურისტული პოპ-ტრეკი გაჟღერდა, რომელშიც Pusha T მონაწილეობს. 

A$AP Rocky კი ფარელს ტრეკში Disturbing the P უერთდება და აგრძელებს იმ ენერგეტიკას, რომელიც მისმა ახალმა ალბომმა – Don’t Be Dumb-მა შექმნა. მის პარტიაში იუმორისტული მინიშნებაც გვხვდება 8 Mile-ში ემინემის მოწინააღმდეგე Papa Doc-ზე.

შოუს ფარგლებში ფარელმა ასევე წარადგინა Quavo-ს ახალი ტრეკი, სახელწოდებით Hit-A-Lik.

ნახეთ Louis Vuitton-ის შოუ: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

2026 წლის გრემის კვირეულის ფარგლებში Spotify-ს Best New Artist-ის წვეულება გაიმართება

შემდეგი სტატია

სელინ დიონი 2024 წლის 17 ივნისი, ნიუ-იორკი. კრისტინა ბამფრი/Variety

სელინ დიონმა ლეგენდარული იტალიელი დიზაინერის, ვალენტინოს ხსოვნას პატივი მიაგო

შეიძლება დაგაინტერესოთ

Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი