სელინ დიონმა ლეგენდარული იტალიელი დიზაინერის, ვალენტინოს ხსოვნას პატივი მიაგო

„შენ ყოველთვის ისეთად მხედავდი, როგორიც სინამდვილეში ვარ“ – აღნიშნა მომღერალმა. მაღალი მოდის ცნობილი იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი 19 იანვარს რომში, საკუთარ სახლში, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სელინ დიონი 2024 წლის 17 ივნისი, ნიუ-იორკი. კრისტინა ბამფრი/Variety
სელინ დიონი 2024 წლის 17 ივნისი, ნიუ-იორკი. კრისტინა ბამფრი/Variety

2024 წელს გამოსულ დოკუმენტურ ფილმში I Am: Céline Dion, მომღერალმა მაყურებელს თავისი სამყაროს კულისები დაანახა – სივრცე, სადაც ის  თავის მრავალრიცხოვან მაღალი მოდის კაბებსა და სასცენო სამოსს ინახავს. 20 იანვარს, სელინ დიონმა ვალენტინო გარავანის ხსოვნას სიყვარულით სავსე სიტყვები მუძღვნა. იტალიელ დიზაინერს განსაკუთრებული როლი აქვს შეტანილი არტისტის იმიჯის შექმნასა და ჩამოყალიბებაში. ვალენტინო გარავანი 19 იანვარს რომში, საკუთარ სახლში, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ჩემო ძვირფასო ვალენტინო, ყოველთვის ისეთს მხედავდი, როგორიც სინამდვილეში ვარ. შენი დიზაინი არასდროს ყოფილა მხოლოდ კაბები… ეს იყო ემოცია, თავდაჯერებულობა და ნაზი სილამაზე, რომელიც რეალობად იქცა“, – დაწერა სელინ დიონმა ინსტაგრამ პოსტში და მათი ერთობლივი ფოტო გააზიარა. 

„წლების განმავლობაში ჩვენი მეგობრობა ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. შენ თავს ყოველთვის ძლიერად, მოხდენილად და ჭეშმარიტ მედ  მაგრძნობინებდი. ეს არის საჩუქარი, რომლის მოცემაც მხოლოდ ნამდვილ ხელოვანებს შეუძლიათ. მადლობა შენი ხედვისთვის, კეთილშობილებისთვის და იმისთვის, რომ მსოფლიოს მაღალი მოდის არაჩვეულებრივი სტილი გაუზიარე. შენი მემკვიდრეობა იცოცხლებს ყოველი სილუეტის, ყოველი ნაკერის და უთვალავი დაუვიწყარი მომენტის სახით.” – აღნიშნა მომღერალმა და წერილის ბოლოს ხელი შემდეგი ტექსტით მოაწერა – „სამუდამოდ ჩემს გულში“.

ვალენტინოს 23 იანვარს რომში დაკრძალავენ.

ნახევარსაუკუნოვანი კარიერის განმავლობაში მას თითქმის ყველგან მხოლოდ ვალენტინოს სახელით მოიხსენიებდნენ. დიზაინერმა არაერთი თაობის სამეფო ოჯახის წევრები, ცნობილი სახეები და კინოვარსკვლავები შემოსა. მათ შორის იყვნენ: პირველი ლედი ჯეკი კენედი ონასისი, ჯულია რობერტსი, ელიზაბეთ ტეილორი, ჯენიფერ ლოპესი, პრინცესა დაიანა, გვინეტ პელტროუ, ენ ჰეთეუეი და მრავალი სხვა.

„მე ვიცი, რა სურთ ქალებს. მათ სურთ, იყვნენ ლამაზები.“ – ამბობდა ვალენტინო. 

დიზაინერის ხსოვნის საპატივცემულოდ ფოტო ასევე გააზიარა გვინეტ პელტროუმ და აღნიშნა: 

„ძალიან გამიმართლა, რომ ვიცნობდი და მიყვარდა ვალენტინო, ვიცნობდი პირადად ამ ნამდვილ ადამიანს. მამაკაცს, რომელიც შეყვარებული იყო სილამაზეზე, ოჯახზე, მუზებზე, მეგობრებზე, თავის ძაღლებზე, ბაღებსა და ჰოლივუდურ კარგ ისტორიებზე. ძალიან მიყვარდა. მომწონდა როგორ მთხოვდა, რომ ყოველთვის, როცა მასთან ვახშამზე მივიდოდი, ცოტა ტუში მაინც წამესვა. მიყვარდა მისი ეშმაკური სიცილი… ეს ეპოქის დასასრულს ჰგავს. ძალიან დაგვაკლდება მეც და ყველას, ვისაც იგი უყვარდა. განისვენე მშვიდად…” – წერს მსახიობი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფარელ უილიამსმა პარიზის მოდის კვირეულზე Pusha T-ის, A$AP Rocky-ს და სხვა არტისტების აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიციები წარადგინა

შემდეგი სტატია

ლეილა კობო და ჯეისონ ლიპშუცი „ბილბორდის” სარედაქციო გუნდს უხელმძღვანელებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი