A$AP Rocky-ს Don’t Be Dumb Billboard 200-ის ლიდერია

ENHYPEN, YoungBoy Never Broke Again და Madison Beer ტოპ ათეულში არიან, ხოლო Bad Bunny ლიდერ სამეულში დაბრუნდა.
A$AP Rocky
KATIE FLORES/BILLBOARD

A$AP Rocky უკვე მესამე ალბომით ხდება Billboard 200-ის ლიდერი. ერთი დეკადის შემდეგ რეპერი ჩარტის სათავეში ბრუნდება პროექტით Don’t Be Dumb. მანამდე როკი ჩარტის ლიდერი 2015 წელს AT.LONG.LAST.A$AP-ით, ხოლო 2013 წელს LONG.LIVE.A$AP-ით გახდა. 

ჩარტში როკის მეორე ადგილით ENHYPEN-ის THE SIN : VANISH მოსდევს, მესამე ადგილს კი Bad Bunny-ს DeBÍ TiRAR MáS FOToS იკავებს. 31 იანვრით დათარიღებული Billboard 200-ის ტოპ ათეულში ასევე შევიდნენ: YoungBoy Never Broke Again ალბომით Slime Cry და Madison Beer ალბომით Locket.

Don’t Be Dumb-ის გამოცემის თარიღი, 16 იანვარი, 19 დეკემბერს გამოცხადდა. ალბომი, რომელსაც ფანები დიდხანს ელოდნენ, ექსკლუზიურად არტისტის ვებპლატფორმაზე ვინილისა და სიდის ფორმატში გამოვიდა. ჩანაწერის ფიზიკური ვერსიები 15 სიმღერას, ციფრული ვერსია კი დამატებით ორ კომპოზიციას მოიცავს.  

ალბომის გამოსვლას წინ უსწრებდა მისი სინგლი PUNK ROCKY, რომელიც Billboard Hot 100-ის 64-ე ადგილზე გავიდა. 

ENHYPEN-ისთვის ეს ტოპ ათეულში შესული მეექვსე მიყოლებითი ჩანაწერია. არტისტი პირველად ჩარტის ათეულში 2022 წელს მოხვდა ალბომით MANIFESTO: DAY 1. მომდევნო ხუთივე ალბომი კი უკვე ტოპ ხუთეულში შევიდა. პარალელურად, THE SIN : VANISH ტოპ გაყიდვადი ალბომების ჩარტის პირველ ადგილს იკავებს. 

„ამაზონის” ექსკლუზიური წითელი ვინილის გამოშვების შემდეგ Bad Bunny-ს ყოფილი ლიდერი ალბომი DeBÍ TiRAR MáS FOToS ამჯერად მეთორმეტედან მესამე ადგილზე დაწინაურდაა. გასულ სექტემბერს „ამაზონმა” არტისტთან პუერტო-რიკოს ბოლოს კონცერტის ლაივსტრიმზე ითანამშრომლა. 

8 თებერვალს ბანი Super Bowl Halftime Show-ს ჰედლაინერი იქნება. ორი დღით ადრე კი ალბომის კიდევ ერთ ახალ ვინილს გამოსცემს. ამჯერად თეთრი ფერის ვინილი უკვე ყველა პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი. 

მორგან უოლენის ყოფილმა ლიდერმა ალბომმა I’m the Problem მეორედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ზაკ ბრაიანის With Heaven On Top-მა – პირველიდან მეხუთეზე.

YoungBoy Never Broke Again-ს Billboard 200-ში უკვე ტოპ ათეულის მე-17 ალბომი აქვს. Slime Cry ამჯერად მეექვსე ადგილზეა. ტოპ ათეულის 17 პროექტით არტისტი უთანაბრდება დრეიკს, რომელიც რეპერებს შორის ყველაზე მეტი ტოპ ათეულის ალბომის მქონე არტისტების რეიტინგში მეორე იყო. სიის სათავეში ამჟამად 18 ალბომით Future დგას. 

ოლივია დინის The Art of Loving-მა მესამედან მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა. სვიფტის ყოფილმა ლიდერმა The Life of a Showgirl-მა კი – მეოთხედან მერვეზე. რაც შეეხება KPop Demon Hunters-ის საუნდტრეკს, ის ამჯერად მეცხრე პოზიციას იკავებს. 

ტოპ ათეულს Madison Beer-ის Locket ხურავს, რომელიც არტისტისთვის ტოპ ათეულის პირველი ალბომია. მანამდე, 2021 წელს, ის ჩარტში 65-ე ადგილით შევიდა. ალბომს წინ უსწრებდა მუსიკოსის პირველი Hot 100-ის ჰიტი Bittersweet, რომელმაც ჩარტის 98-ე პოზიცია დაიკავა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Charli XCX - The Moment ფილმის პრემიერა, სანდენსის კინოფესტივალი. 2026 წლის 23 იანვარი, პარკ სიტი / იუტა. Dia Dipasupil/Getty Images

Charli XCX 2026 წლის სანდენსის კინოფესტივალზე სამსახიობო კარიერასა და მისი ალბომის, Brat-ის ეპოქის დასასრულზე საუბრობს

შემდეგი სტატია

გავრცელებული ინფორმაციით, Bad Bunny 2026 წლის Super Bowl-ზე შესაძლოა, კაბით გამოვიდეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი