KESHA-მ ჯეიმს ვან დერ ბიკის ხსოვნას პატივი მიაგო

ჯეიმს ვან დერ ბიკი და Ke$ha ლას ვეგასი, 2011 წლის 7 მაისი დენიზ ტრუსელო/WIREIMAGE
ჯეიმს ვან დერ ბიკი და Ke$ha ლას ვეგასი, 2011 წლის 7 მაისი დენიზ ტრუსელო/WIREIMAGE

ცნობილი ვარსკვლავი ჯეიმს ვან დერ ბიკი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობის შემდეგ  KESHA მსახიობთან გატარებულ  დროს იხსენებს და ინსტაგრამ სთორიში მის ფოტოებს აზიარებს. ფოტოები ლას ვეგასში 2011 წლის მაისშია გადაღებული, მათი ერთობლივი ვიდეოკლიპის, Blow-ს პრემიერიდან სამი თვის შემდეგ.

KESHA-ს სინგლი Blow 2011 წელს Billboard Hot 100-ის საუკეთესო ათეულში მოხვდა და მე-7 ადგილი დაიკავა.

ვან დერ ბიკის ოჯახმა  მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 11 თებერვალს გაავრცელა, იგი ბოლო ორი წლის განმავლობაში მძიმე სენს, კიბოს ებრძოდა.

„ჩვენი საყვარელი ჯეიმს დევიდ ვან დერ ბიკი დღეს დილით მშვიდად გარდაიცვალა, ის სიცოცხლის ბოლო დღეებს მამაცურად, რწმენით და ღირსებით შეხვდა. ბევრი რამ გვაქვს სათქმელი მის სურვილებზე, კაცობრიობისადმი სიყვარულსა და დროის სიწმინდეზე, მოგვიანებით ამის დროც მოვა. ახლა კი გთხოვთ, დაიცვათ ჩვენი პირადი სივრცე, რათა ვიგლოვოთ საყვარელი მეუღლე, მამა, შვილი, ძმა და მეგობარი.” – წერია ოჯახის მიერ ინსტაგრამით გავრცელებულ პოსტში.

ვან დერ ბიკის ინსტაგრამ გვერდზე, კომენტარებში, მეგობრები და კოლეგები სამძიმარს გამოთქვამენ, მათ შორისაა *NSYNC-ის წევრი ლენს ბასი, რომელმაც დაწერა:

„თქვენს მშვენიერ ოჯახს უდიდეს სიყვარულს ვუგზავნით. მშვიდობიანი გზა, ჯეიმს. შენ ეს სამყარო უკეთეს ადგილად აქციე.“

„ჩემს ყველა ანგელოზს გიგზავნით, რათა დაეხმარონ მას შინ მიცილებაში… შენ და შენი მშვენიერი ოჯახი ჩემს გულში ხართ.“ – წერს რის უიზერსპუნი, ხოლო ჯენიფერ გარნერმა დაამატა: „რა გულსატკენია. დიდი სიყვარული შენ, კიმბერლი, და შენს შვილებს ამ  მძიმე პერიოდში.“

ვან დერ ბიკს და მის მეუღლეს ექვსი შვილი ჰყავდათ: ოლივია, ჯოშუა, ანაბელი, ემილია, გვენი და ჯერემაია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

All The Things – Meme მოკლემეტრაჟიან მუსიკალურ ფილმს აანონსებს

შემდეგი სტატია

Super Bowl-ის მომდევნო დღეს Bad Bunny-მ კარიერაში რიგით მეორე ყველაზე მეტი რაოდენობის სტრიმი დააგროვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard

ჯესიკა სიმპსონი ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევის პროცესს იხსენებს: „სმა ჩემს ტკივილს არ აყუჩებდა, პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებდა“

„აღვნიშნავ თითოეულ დღეს, როდესაც სიცოცხლეს და საკუთარ სხეულთან კავშირს ვგრძნობ, ვამაყობ საკუთარი თავით“, - უთხრა ჯესიკა სიმპსონმა კალიფორნიაში გამართულ კონცერტზე შეკრებილ გულშემატკივრებს.
მეტი

ინკლუზიური მუსიკალური განათლება – სივრცე, სადაც შესაძლებლობები იქმნება

თაკო ჟორდანია Billboard საქართველოსთან ინკლუზიური მუსიკალური განათლების შესახებ, სტერეოტიპების გადალახვასა და პროცესზე დაფუძნებულ სწავლებაზე საუბრობს
მეტი
TOMORROW X TOGETHER Courtesy of BIGHIT MUSIC

TOMORROW X TOGETHER „იუნისეფის“ ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზეა ფოკუსირებული

„დახმარების თხოვნა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ,“ - ამბობს SOOBIN ახალი ვიდეოში.
მეტი

ბრიტნი სპირსი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააკავეს

„ეს სამწუხარო ინციდენტია, რომელსაც გამართლება არ აქვს“, - განუცხადა Billboard-ს პოპვარსკვლავის წარმომადგენელმა.
მეტი
Cher ესწრება 2024 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიას. 2024 წლის 19 ოქტომბერი, ქლივლენდი, ოჰაიოს შტატში. ფოტო: არტურო ჰოლმსი / Getty Images

Cher-ის ვაჟს ნიუ ჰემფშირის კერძო სკოლაში ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ტერიტორიაზე უკანონო შეჭრაში დასდეს ბრალი

ოლმანს, რომლის მამაც გრეგ ოლმანი იყო, ასევე ედება ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში
მეტი