ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა საქართველოს ზამთრის ოლიმპიადის პირველი მედალი მოუტანა

მოციგურავეებმა ფინალური ნომერი ფრანგული ფილმის Le meilleur reste à venir საუნდტრეკისა და ჯონათან როის Keep Me Alive-ის ფონზე შეასრულეს და ისტორიული ვერცხლის მედალი დაიმსახურეს.

ისტორიაში პირველად, საქართველომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების მედალი მოიპოვა. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა. 

შეჯიბრის ფინალურ ეტაპზე სპორტსმენებმა მოკლე და თავისუფალი პროგრამები წარადგინეს. მოკლე პროგრამაში გიტარისტ მილოშ კარადაგლიჩის მიერ შესრულებულ „ბოლეროზე” დადგმულმა ნომერმა წყვილს 75.46 ქულა მოუტანა. თავისუფალი პროგრამა კი მოციგურავეებმა ფრანგული ფილმის Le meilleur reste à venir საუნდტრეკისა (კომპოზიტორი ჟერომ რობოტიე) და ჯონათან როის Keep Me Alive-ის ფონზე შეასრულეს. ორივე პროგრამის ჯამში წყვილმა 221.75 ქულა და ოლიმპიადის ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა ევროპის მოქმედი ჩემპიონები არიან. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლონდონის მოდის კვირეულზე Keburia კოლექციას Quemmekh-ის მუსიკის ფონზე წარადგენს

შემდეგი სტატია

კომპოზიტორი ბილი სტეინბერგი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
მეტი

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება.
მეტი
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი