ლონდონის მოდის კვირეულზე Keburia კოლექციას Quemmekh-ის მუსიკის ფონზე წარადგენს

10-წუთიანი კომპოზიცია სპეციალურად ამ ჩვენებისთვის დაიწერა.
Quemmekh/KEBURIA

20 თებერვალს დიზაინერი გიორგი ქებურია ლონდონის მოდის კვირეულზე ახალ კოლექციას წარადგენს. Keburia-ს ჩვენების მუსიკალური გაფორმება უკვე ცნობილია – შოუზე Quemmekh-ის მუსიკა გაჟღერდება. 

Billboard Georgia-სთან Quemmekh-ის ფრონტმენმა, სანდრო ქერაულმა აღნიშნა, რომ 10-წუთიანი კომპოზიცია სპეციალურად ამ ჩვენებისთვის დაიწერა:

„ეს არის სრულიად ახალი მუსიკა, შექმნილი Keburia-ს კოლექციის ტემპისა და ხასიათის შესაბამისად. კომპოზიციაში გამოყენებულია ერთი ძველი ტრეკის ფრაგმენტი, როგორც შიდა კოდი მათთვის, ვინც Quemmekh-ს უსმენს. ამასთან, ამ შოუში პირველად ჟღერდება ინგლისურენოვანი ტექსტი Quemmekh-ისგან. კონცეფციის შესახებ მეტ დეტალს ჯერ ვერ გავამხელთ.”

Keburia ლონდონის მოდის კვირეულში უკვე მესამედ იღებს მონაწილეობას. 2025 წლის შემოდგომის სეზონზე დიზაინერმა ასევე ქართველ არტისტთან ითანამშრომლა – ჩვენებაზე Mamaflex-ის მუსიკა იყო გამოყენებული. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Manchester Orchestra - ტიმ ვერი, 2025 წლის 19 DANIEL KNIGHTON/GETTY IMAGES

Manchester Orchestra-ს დრამერი ტიმოთი ვერი გარდაიცვალა  – ინფორმაციას ბენდი ადასტურებს

შემდეგი სტატია

ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა საქართველოს ზამთრის ოლიმპიადის პირველი მედალი მოუტანა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი