ტეილორ სვიფტმა ოლიმპიადის ახალი პრომო ვიდეო გაახმოვანა და აშშ-ის ფიგურული სრიალის გუნდი წარადგინა

NBC-ის კლიპში, რომლის ფონზეც სიმღერა Opalite ისმის, ტეილორ სვიფტი სამ ამერიკელ სპორტსმენ გოგონას წარადგენს.
აშშ-ის ფიგურული სრიალის გუნდის წევრები – ალისა ლიუ, ემბერ გლენი და იზაბო ლევიტო.
JAMIE SQUIRE/GETTY IMAGES

ტეილორ სვიფტის Opalite ახალი NBC Olympics-ის პრომოს საუნდტრეკად იქცა. ვიდეოში პოპვარსკვლავი წარადგენს აშშ-ის ფიგურული სრიალის გუნდის წევრებს – ალისა ლიუს, ემბერ გლენსა და იზაბო ლევიტოს – სამეულს, რომელსაც „The Blade Angels“-ის სახელითაც იცნობენ.

„ქალბატონებო და ბატონებო, მინდა გაგაცნოთ ემბერი, ალისა და იზაბო – სამი ამერიკელი შოუ-გოგონა ყინულზე, რომლებიც თავიანთი ისტორიებით თქვენს გულებს მოიგებენ,“ – ამბობს სვიფტი ვიდეორგოლის ტექსტში. კლიპი 16 თებერვალს გავრცელდა და მოკლედ გვიყვება აშშ-ის გუნდის სამი მოციგურავის ისტორიას. 

ემბერ გლენზე საუბრისას სვიფტი ამბობს: „ემბერი მოგიყვებათ, თუ როგორ ჰქონდა წაგებას მისთვის ისეთივე მნიშვნელობა, როგორც გამარჯვებას. მისი სუპერძალა დღეს არის ბრძოლისთვის მზადყოფნა და საკუთარი რწმენის გამოცდა.“

„რაც შეეხება ალისას, მან 16 წლის ასაკში შეწყვიტა ფიგურული სრიალი, თუმცა მოგვიანებით საკუთარი პირობებით დაბრუნდა. ახლა მისი ყოველი ნახტომი ზეიმია. ყოველი გამოსვლა – საკუთარი თავის შეცნობა,“ – ამბობს სვიფტი.

„და – იზაბო. მისი ისტორია ფაქტობრივად ბედისწერაა. მისი დედა მილანში გაიზარდა, ხოლო ბებია, სახელად ნონა, ოლიმპიური არენიდან ზუსტად 13 წუთის სავალზე ცხოვრობდა. როდესაც ისე სრიალებ, თითქოს სწორედ ეს გიწერია, ისტორიას ერთი უცნაური თვისება აქვს – საჭირო დროს ყოველთვის იჩენს თავს.“

სვიფტმა ცოტა ხნის წინ გამოუშვა თავისი უახლესი სინგლის – Opalite-ის მუსიკალური ვიდეო. 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ის აქტიურად უჭერს მხარს აშშ-ის სპორტული გუნდის წევრებს. თებერვლის დასაწყისში NBC-ის გახსნის ცერემონიაზე გავიდა ვიდეო, სადაც სვიფტი ოლიმპიურ სპორტსმენებს წარმატებას უსურვებს.

იხილეთ სვიფტის მიერ გახმოვანებული NBC Olympics-ის ახალი პრომო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კომპოზიტორი ბილი სტეინბერგი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

მუსიკალური ლეიბლების სამუშაო შეხვედრა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
მეტი

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება.
მეტი
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი