Bad Bunny სტრიმინგ სერვის Spotify-ს სერიის – Billions Club Live-ის ფარგლებში აზიაში პირველ კონცერტს გამართავს

„ტოკიოში გულშემატკივრებს შეუძლიათ ელოდონ სიმღერების იმ ჩამონათვალს, რომლებმაც მილიარდობით მოსმენა დააგროვეს და მისი კარიერა განსაზღვრეს,“ – ნათქვამია Spotify-ს განცხადებაში.
Bad Bunny - Apple Music Super Bowl LX-ის შოუს დროს, 2026 წლის 8 თებერვალი, კალიფორნია. Neilson Barnard/Getty Images
Bad Bunny – Apple Music Super Bowl LX-ის შოუს დროს, 2026 წლის 8 თებერვალი, კალიფორნია.
Neilson Barnard/Getty Images

Super Bowl LX-ზე გამოსვლის შემდეგ, მომავალ თვეში, Bad Bunny Spotify-ს სერიის, Billions Club Live-ის ჰედლაინერი იქნება, რომელიც აზიაში პირველად ჩატარდება. 7 მარტს არტისტი კონცერტს იაპონიაში, ტოკიოში გამართავს. ღონისძიება ექსკლუზიურად მისი ყველაზე აქტიური მსმენელებისთვისაა განკუთვნილი.

 „ტოკიოში გულშემატკივრებს შეუძლიათ ელოდონ სიმღერების იმ ჩამონათვალს, რომლებმაც მილიარდობით მოსმენა დააგროვეს და მისი კარიერა განსაზღვრეს, “ – ნათქვამია Spotify-ს განცხადებაში.

ეს იქნება პუერტო-რიკოელი სუპერვარსკვლავის პირველი გამოსვლა აზიაში და Spotify-ს პირველი Billions Club Live ღონისძიება ამ რეგიონში. სტრიმინგ პლატფორმის განმარტებით, ეს არ არის ტურნეს ნაწილი – ეს ერთჯერადი, სპეციალური ღონისძიებაა.

Bad Bunny-ს ეს გამოსვლა Spotify-ს Billions Club-ში მის მიღწევებს ეძღვნება: Bad Bunny-ს 28 სიმღერამ 1 მილიარდიანი ზღვარი გადალახა. 2025 წელს მან მეოთხედ დაიკავა მსოფლიოს ნომერ პირველი არტისტის პოზიცია, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.

Bad Bunny-სთვის რეკორდების მოხსნა უკვე ჩვევად იქცა. 9 თებერვალს Super Bowl-ზე მის გამოსვლას 128.2 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს, რამაც ის ისტორიაში მეოთხე ყველაზე რეიტინგულ შოუდ აქცია. 

ამას Billboard-ის ჩარტების დაპყრობაც მოჰყვა. Hot Latin Songs-ში ვარსკვლავი ერთდროულად 29 სიმღერითაა წარმოდგენილი, რაც ახალი რეკორდია. სიმღერა DtMF კი უკვე 47-ე კვირაა, ლიდერობს. Billboard Hot 100-ში არტისტი საერთო რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, Global 200-ში კი საუკეთესო ხუთეულზე სრულ მონოპოლიას ფლობს.

გარდა ამისა, 1-ელ თებერვალს მისი ალბომი DeBí TiRAR MáS FOToS ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ესპანურენოვანი ალბომი, რომელმაც გრემის დაჯილდოებაზე „წლის ალბომის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. ავსტრალიის ოფიციალურ ჩარტებში (ARIA) აღნიშნულმა ალბომმა მე-20-დან მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. 

Bad Bunny-მდე Billions Club Live-ის ფარგლებში კონცერტები გამართეს ედ შირანმა (დუბლინი), მაილი საირუსმა (პარიზი) და The Weeknd-მა (ლოს-ანჯელესი).

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლანა დელ რეი და ჯერემი დუფრენი Ralph Lauren-ის მოდის ჩვენებაზე. 2026 წლის 10 თებერვალი, ნიუ-იორკი. Lexie Moreland/WWD

ლანა დელ რეიმ ქმართან, ჯერემი დუფრენთან ერთად დაწერილი ახალი სიმღერა წარადგინა

შემდეგი სტატია

Behind the Door

ნოდარ მარშანიშვილის ფილმმა Behind The Door ბერლინის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი