Blackpink-ის ვარსკვლავი Dracula-ს ვირუსულ ტრენდში ჩაება

„ტრენდს შევუერთდი,” – დაწერა ჯენიმ.
ჯენი 2026 წლის პარიზის მოდის კვირეულზე, შანელის ჩვენებაზე
SWAN GALLET/WWD

შესაძლოა, ჯენი დრაკულას მსგავსად მზეს გაურბოდეს, მაგრამ „ტიკტოკის” ტრენდებს ნამდვილად არ უშინდება. ორშაბათს გამოქვეყნებულ ვიდეოში Blackpink-ის ვარსკვლავმა უკვე ვირუსულად გავრცელებული ტრენდის საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც მისი და Tame Impala-ს უახლეს კოლაბორაციაზეა გადაღებული.

ვიდეოში K-pop მომღერალს მბზინავი ბადისებური ტოპი და ქვედაბოლო აცვია, რომელიც იმავე დღეს შანელის ჩვენებაზე ეცვა. თებერვალში გამოსული Dracula-ს რემიქსზე ის თავის სიტყვებს პირს აყოლებს – My friends are saying, ‘Shut up, JENNIE, just gеt in the car – მღერის ჯენი სიარულის დროს, კამერა კი თან მიჰყვება. 

„ტრენდს შევუერთდი,” – აღნიშნა მომღერალმა ვიდეოს აღწერაში.

ჯენი ათასობით ფანს შეუერთდა, რომლებიც სიმღერის ამ მონაკვეთზე გადაღებულ მსგავსი ტიპის ვიდეოებს პოსტავენ. „ტიკტოკის” აღნიშნული ტრენდი Dracula-ს ჩარტებში წარმატების შენარჩუნებაში დაეხმარა. მართალია, სიმღერა ნოემბერში Billboard Hot 100-ის 30-ე ადგილზე გავიდა, თუმცა რამდენიმე კვირის განმავლობაში ის მაინც ჩარტის ზედა ნახევარში რჩებოდა. უახლესი მონაცემებით კი, 14 მარტით დათარიღებულ ჩარტში, Dracula 37-ე ადგილს იკავებს. 

პარიზში ყოფნის დროს ჯენი შანელის ჩვენებას დაესწრო. მასთან ერთად ისხდნენ ლილი-როუზ დეპი, მარგო რობი და ოლივია დინი. ჯენის გარდა საფრანგეთის დედაქალაქს მოდის კვირეულისთვის Blackpink-ის კიდევ ერთი წევრი როსე ესტუმრა. ღონისძიებაზე გამოჩნდნენ ასევე ჩაპელ როუნი, ტეიანა ტეილორი და სხვები.

Dracula არ არის ერთადერთი რელიზი, რომელიც ჯენიმ ამ პერიოდში გამოსცა. 6 მარტს გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომის ერთი წლის იუბილესადმი მიძღვნილი Ruby (The Complete Collection), ხოლო თებერვალში Blackpink საბოლოოდ დაბრუნდა მინიალბომით DEADLINE.

@jennierubyjane

jumping on this trend 🙊

♬ Dracula (JENNIE Remix) – Tame Impala & JENNIE
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნუ მიეყრდნობით

„ნუ მიეყრდნობით“ –  ქართული ალტერნატიული სცენის ახალგაზრდა ხმა

შემდეგი სტატია

ალექს უორენი განმარტავს, თუ რა გახდა გრემის დაჯილდოებაზე შესრულების დროს მომხდარი შეცდომის მიზეზი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot

RECORD STORE DAY 2026-ის ბესტსელერები: ტეილორ სვიფტი, Pink Floyd, ბრუნო მარსი და სხვა შემსრულებლები

Record Store Day 2026-ისთვის 350-ზე მეტი სახეობის ჩანაწერი გამოიცა, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ დამოუკიდებელ მუსიკალურ მაღაზიებში იყიდებოდა.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი