Pussycat Dolls-ის ყოფილი წევრის, ჯესიკა სატას თქმით, ის ჯგუფის გაერთიანებული ტურნედან MAGA-ს (Make America Great Again) მხარდაჭერის გამო გარიცხეს: „მე მათთვის საფრთხე ვიყავი”

ჯესიკა სატა გოგონების ჯგუფის იმ სამი ძველი წევრიდან ერთ-ერთია, რომელიც ტურნეში მონაწილეობას არ მიიღებს.
Pussycat Dolls-ის წევრები: კარმიტ ბაჩარი, კიმბერლი უაიატი, ნიკოლ შერზინგერი, ჯესიკა სატა და ეშლი რობერტსი - Global Radio Studios-ში Heart Radio-სთან ინტერვიუსთვის, 2020 წლის 31 იანვარი, ლონდონი, ინგლისი. ფოტო: ნილ მოკფორდი/GC Images
Pussycat Dolls-ის წევრები: კარმიტ ბაჩარი, კიმბერლი უაიატი, ნიკოლ შერზინგერი, ჯესიკა სატა და ეშლი რობერტსი – Global Radio Studios-ში Heart Radio-სთან ინტერვიუსთვის, 2020 წლის 31 იანვარი, ლონდონი, ინგლისი.
ფოტო: ნილ მოკფორდი/GC Images

მიუხედავად იმისა, რომ Pussycat Dolls-ის ერთ-ერთმა წევრმა კარმიტ ბაჩარმა არც კი იცოდა, თუ რატომ არ მიიწვიეს ჯგუფის მომავალ ტურნეზე, ბენდის პირველი შემადგენლობის წევრი ჯესიკა სატა დარწმუნებულია, თუ რატომ  არ მისცეს ჯგუფში დაბრუნების შესაძლებლობა.  

პოდკასტ The Maverick Approach-ის  ბოლო ეპიზოდში ჯესიკა სატამ წამყვან მავერიკ ბეილისთან სწორედ ამ თემაზე ისაუბრა.

„მე მხარი დავუჭირე რობერტ ფრენსის კენედი უმცროსს, რაც, ბუნებრივია, MAGA-სთან  (Make America Great Again) ასოცირდება, სწორედ ამიტომ საფრთხედ აღმიქვეს,“  –  აცხადებს ჯესიკა სატა. მისივე შეფასებით, ჯგუფის გაერთიანებული ტურნე უფრო „ფინანსურ ინტერესებს“ ემსახურება. სატა ასევე აღნიშნავს, რომ ადრე საკუთარ თავს პოლიტიკურად აქტიურ ადამიანად არ მიიჩნევდა, თუმცა ეს დამოკიდებულება დროთა განმავლობაში შეიცვალა და დღეს „ეს უკვე მისი ცხოვრებისეული გზაა.”

2025 წელს Daily Mail-თან ინტერვიუში ჯესიკა სატამ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც COVID-19-ის ვაქცინას დაუკავშირა. სწორედ ამ გამოცდილებამ დააახლოვა იგი რობერტ ფრენსის კენედი უმცროსთან, რომლის საარჩევნო კამპანიაშიც 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მონაწილეობაც მიიღო.

პოდკასტში ჯესიკა სატა განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყველა გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, ჯანდაცვის საკითხებში მისი მხარდაჭერა რობერტ ფრენსის კენედი უმცროსისა და მისი პოლიტიკის მიმართ იმდენად ძლიერია, რომ მწვავე კრიტიკის მიუხედავად, MAGA-ს იარლიყს არ გაურბის და მას ამაყად ატარებს.

„საზოგადოება მიმითითებს: „შენ MAGA ხარ. მათ მინდა ვუთხრა, დიახ, მე MAGA ვარ. ამას ვადასტურებ კიდეც, რადგან დავიღალე სხვისი მითითებებით, თუ ვინ უნდა ვიყო.”  – ამბობს ჯესიკა სატა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯესიკა სატა ჯგუფის გაერთიანებას საჯაროდ გამოეხმაურა. ბენდის ვრცელი განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მან ინსტაგრამზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ხელახალი გაერთიანების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნების წინ შეიტყო, თუმცა ინტერნეტში გამოხმაურებისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდა.

პოსტის ბოლოს სატა წერს: „და თუ გულწრფელები ვიქნებით, არ უნდა დაგაბრკოლოს იმან, რაც უკვე უკან არის. წარმატებებს გისურვებთ, გოგოებო.“

აღსანიშნავია, რომ ჯესიკა სატა არ არის ერთადერთი წევრი, რომელიც ბენდის ხელახალი გაერთიანების ტურნეს მიღმა დარჩა. მას შემდეგ, რაც The Pussycat Dolls-მა სამი წევრისგან შემდგარი ტურნე დააანონსა და ახალი სინგლი Club Song გამოაქვეყნა, კარმიტ ბაჩარმაც განაცხადა, რომ მან ჯგუფის აღდგენის შესახებ არაფერი იცოდა:

„არავინ დამკავშირებია ჯგუფის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ამ გეგმების შესახებ მეც ისევე გავიგე, როგორც საზოგადოებამ,“ – დაწერა კარმიტ ბაჩარმა. საბოლოოდ, მან გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი წარსულში დატოვოს და საკუთარ კეთილდღეობასა და მომავალ პროექტებზე ფოკუსირდეს.

Pussycat Dolls-ის პირვანდელი, ექვსკაციანი შემადგენლობა შემდეგ წევრებს მოიცავდა: ნიკოლ შერზინგერს, კიმბერლი უაიატს, ეშლი რობერტსს, მელოდი თორნტონს, კარმიტ ბაჩარსა და ჯესიკა სატას. ხელახალი გაერთიანებისას კი ჯგუფში მხოლოდ ნიკოლ შერზინგერი, კიმბერლი უაიატი და ეშლი რობერტსი ბრუნდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ბაჩარმა და სატამ უკვე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, მელოდი თორნტონს, რომელიც ჯგუფის წევრი 2010 წლის შემდეგ აღარ ყოფილა, საჯარო განცხადება აქამდე არ გაუკეთებია.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მადელინ მონტოია Courtesy

მადელინ მონტოია Billboard-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

შემდეგი სტატია

Killages-ის კონცერტი Tatuza Jazz Club-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი