სამსახიობო კარიერამდე კილიან მერფი ბენდში უკრავდა

ბენდს The Sons of Mr. Green Genes ერქვა.
კილიან მერფი
JAMES MCCAULEY/VARIETY

კილიან მერფის ადრეული მუსიკალური კარიერა კიდევ ერთხელ მოხვდა ინტერნეტის ფოკუსში. მსახიობმა ინტერნეტ პლატფორმა Track Star-ის ვიდეოში მიიღო მონაწილეობა, სადაც ის სიმღერის გამოცნობას შეეცადა. სწორედ წამყვანთან დიალოგისას გაიხსენა მან თავისი კავშირი მუსიკასთან.

სანამ კილიან მერფი ცნობილი მსახიობი გახდებოდა, ის ეისიდ-ჯაზ (acid jazz) ჯგუფში რიტმ-გიტარაზე უკრავდა. ბენდს The Sons of Mr. Green Genes ერქვა. სახელწოდება ბენდის წევრებმა შეარჩიიეს ფრენკ ზაპას კომპოზიციის ინსპირაციით, ალბომიდან – Hot Rats. მერფი და მისი მეგობრები ფანკით, სოულითა და ზაპას შემოქმედებით იყვნენ გატაცებული და საკმაოდ შთამბეჭდავ ცოცხალ შოუებსაც მართავდნენ. 

2024 წელს ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც 19 წლის კილიან მერფი ცოცხალი მუსიკალური შოუების და ეისიდ-ჯაზის ჟანრისადმი სიყვარულზე საუბრობს. The Sons of Mr. Green Genes-ის წევრებთან ერთად მერფი ვიდეოში ამ ჟანრის ნიუანსებს მიმოიხილავს.

ჯერ კიდევ 2020 წელს, BBC Radio 6 Music-თან ინტერვიუში, მერფიმ თავის ადრეულ მუსიკალურ გამოცდილებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ჯგუფში თინეიჯერობისას უკრავდა, თუმცა 18-19 წლის ასაკში, როდესაც კონტრაქტი შესთავაზეს, შეთანხმება საბოლოოდ ჩაიშალა, რამაც მისი მუსიკალური ოცნებაც დაასრულა.

როგორც კილიან მერფი მედიასთან აღნიშნავს, ის დღემდე ინარჩუნებს ახლო ურთიერთობას ბენდის წევრებთან. მისი თქმით, შესაძლოა, ამ მეგობრობას საფრთხე დამუქრებოდა, ახალგაზრდობაში მუსიკალური ინდუსტრიის „მარწუხებში“ რომ მოხვედრილიყვნენ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნული ცენტრი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

შემდეგი სტატია

Nini Iris-ის მომავალ  EP-ში ქართულენოვანი სინგლი – „გისმენ” შევა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი