ALAGALA G – ლევან ოქროპირიძისა და ალექსანდრე ნაკაშიძის ახალი სინგლი

ექსპერიმენტული ლეიბლის, Didube Records-ის არტისტი ალექსანდრე ნაკაშიძე და Denivar Levy (ლევან ოქროპირიძე) ახალ სინგლს აქვეყნებენ, რომელიც Denivar Levy-ს EP-ში FORUMZE არის შესული.
ALAGALA G - Denivar Levy, NAKASHA
ALAGALA G – Denivar Levy, NAKASHA

ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი – გიტარისტი, დრამერი, ბასისტი და პროდიუსერი ალექსანდრე ნაკაშიძე (AKA ნაკაშა) Didube Records-ის წევრია. ის საკუთარ შემოქმედებით პროცესს უფრო ცეკვასა და თამაშს ადარებს, ვიდრე მკაცრად განსაზღვრულ, დისციპლინირებულ რუტინას.

ლევან ოქროპირიძე სასცენო სახელით Denivar Levy კი პროდიუსერი, ხმის ინჟინერი და დიჯეია, რომელიც ამჟამად  SAE Frankfurt-ში Audio Production/Sound Engineering-ის ბაკალავრიატზე სწავლობს. მისი მუსიკალური კატალოგი ათ ბით-თეიფს, ოთხ ალბომსა და სამ EP-ის მოიცავს. 

სიმღერა ALAGALA G მუსიკალურ პლატფორმებზე პირველ აპრილს დარელიზდა. ლევან ოქროპირიძის თქმით, ტრეკი მუსიკალური სესიის შემდეგ ჩაიწერა:

„მე, ნაკაშას, მემე ჟორდანიას და ნინი ნუცუბიძეს გვქონდა სესია ნაკაშასთან, სახლში. საღამოს ნინი წავიდა, მემეს მატრასზე ჩაეძინა, ხოლო ალექსანდრე ოთახიდან გასული იყო. მოკლედ, მარტო დავრჩი და ზუსტად ამ დროს შევქმენი ALAGALA G-ის ინსტრუმენტალის ჩონჩხი. შემდეგ ნაკაშა შემოვიდა ოთახში და ბასი გადააწერა, რის შემდეგაც ტექსტი გავაფრისტაილე და ტრეკის დემო მზად გვქონდა.”

ტექსტის პირველ სტრიქონებშიც ზუსტად ეს სიტუაციაა აღწერილი: “ნაკაშაა ბასზე, მემე წევს მატრასზე… მრგვალი ბაღის ტანზე ვიმყოფებით ჩვენ…”

როგორც არტისტი ამბობს, ტრეკის შექმნის პროცესი ბუნებრივად განვითარდა: „ჩვენც თითქოს ამ დინებას მივყვებოდით: ჯერ ვოკალი დაიჭრა, დაემატა პედი, ნაკაშამ ბასი დაწერა, დრამს პერკუსია და ტექსტი დაემატა და ყველაფერი მზად იყო.” – ლევან ოქროპირიძე.

ახალი ტრეკი ALAGALA G Denivar Levy-ის (ლევან ოქროპირიძის) EP-ში სახელწოდებით FORUMZE არის შესული,  რომელიც 6 აპრილს გამოქვეყნდება. „ყოველ მოსმენაზე მგონია, რომ რაღაცის ფინალს ვუსმენ, თითქოს ყველაფერი დასრულდა,  ეს ტრეკი კი ამ ისტორიის Afterword-ია. შესაბამისად, Ep-ის შემაჯამებელი ტრეკი და წამყვანი სინგლიც სწორედ ეს არის.“ – ლევან ოქროპირიძე.

მოისმინეთ ლევან ოქროპირიძისა და ალექსანდრე ნაკაშიძის ახალი სინგლი ALAGALA G:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნინი ნუცუბიძის ახალი ალბომი

შემდეგი სტატია

4D Monster Lobsters-მა ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი